ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
29 წლის შემტევი მზადაა ხელფასი 12 მილიონი ევროდან 8 მილიონ ევრომდე შეიმციროს, რათა იჯარის წესით "ინტერში" დაბრუნდეს.
მხარეები უკანასკნელ დეტალებს აგვარებენ. სამედიცინო შემოწმება მომავალ კვირასაა ჩანიშნული.