მადრიდის "რეალის" შემტევმა მარკო ასენსიომ სასურველი გუნდი შეარჩია.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელით დაინტერესებას "მილანი" და "ლივერპული" გამოხატავენ, თუმცა ასენსიოს კარიერის "შავ-წითლებში" გაგრძელება სურს. წყაროს ცნობით, მიზეზი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რომელსაც გარემარბი წლების განმავლობაში მოკლებულია.
შეგახსენებთ, უკანასკნელ სეზონში ასენსიომ 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით