"რეალი" დიბალას გადაბირებას ეცდება, თუ კლუბს ასენსიო დატოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" პაულო დიბალას გადაბირებით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport- ავრცელებს.

"ბლანკოსი" შემტევს კონტრაქტს იმ შემთხვევაში შესთავაზებს, თუ გუნდს მარკო ასენსიო დატოვებს. 26 წლის ესპანელ ფეხბურთელს "ლივერპული" და "მილანი" ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, დიბალა ამჟამად თავისუფალი აგენტია, ბოლო სეზონში "იუვენტუსის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი გამართა, თავი 15 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული