მომავალ ზაფხულს "რეალის" მთავარი სამიზნე ცნობილია

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მომავალ ზაფხულს მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Cadena ser-ი ავრცელებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა გუნდში ლუკა მოდრიჩი უნდა შეცვალოს, რომელიც, დიდი ალბათობით, შემდეგ წელს კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს. "ბლანკოსი" მზადაა მოთამაშის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გაიღოს, თუმცა მათ კონკურენციას ინგლისური გუნდები გაუწევენ, რომლებიც მზად არიან გერმანულ კლუბს უფრო დიდი თანხა შესთავაზონ.

ჯუდ ბელინგემმა კარიერა ინგლისურ "ბირმინგემში" დაიწყო. 2020 წელს 11 მილიონის სანაცვლოდ "დორტმუნდს" შეუერთდა. 18 წლის ნახევარმცველს ინგლისის ნაკრებში უკვე 15 მატჩი დაუგროვდა. გასულ სეზონში მის
ანგარიშზე 3 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა ფიქსირდება.


მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული