"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "აიაქსს" ენტონის თაობაზე დაუკავშირდა.
Goal.com-ის თანახმად, ინგლისური მხარე მზადაა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამსტერდამელები ბრაზილიელისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვენ.
"სელესაოელს" "წითელ ეშმაკებში" გადასვლა სურს, თუმცა კარგად ხედავს, რომ მოლაპარაკება ჩიხშია შესული.
შეგახსენებთ, ენტონიმ "აიაქსის" მაისურით გასულ სეზონში მონაწილეობა 33 მატჩში მიიღო და თავი 12 გოლითა და 10 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით