28 წლის ჰოლანდიელი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და "ბებერ ქალბატონს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. იტალიური გუნდი მემფისს 2 წლიან კონტრაქტს და ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს.
დეპაი "ბარსელონას" 2021 წელს ფრანგული "ლიონიდან" შეუერთდა, რონალდ კუმანის პერიოდში დეპაი დიდ სათამაშო დროს იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც "ბარსა" ხავიმ ჩაიბარა, გარემარბმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით