BBC-ის ჟურნალისტის, სიმონ სტოუნის თქმით, კაზემირო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
"რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 60+10 (ბონუსი) მილიონ ევროს მიიღებს.
მხარეები 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომ შეთანხმების შემთხვევაში 1 წლით კიდევ შეეძლებათ გახანგძლივება. როგორც ჩანს, "სელესაოელი" "ბერნაბეუდან" "ოცნებების თეატრში" გადაბარგდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით