27 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ 27 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

ვესლი ფოფანა კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "ლესტერთან" შეთანხმება შედგა და ფრანგი "არისტოკრატებთან" კონტრაქტს ხელს 2028 წლამდე მოაწერს. "მელიები" 70 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებენ, მართალია, ბრენდან როჯერსს ახალგაზრდა მცველის გაშვება არ სურდა, თუმცა ფოფანა ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვდა. 22 წლის ცენტრალური მცველი "ლესტერს" 2020 წელს "სენტ ეტიენიდან" შეუერთდა.

ანდრეა ბელოტი, დიდი ალბათობით, კარიერას "რომაში" გააგრძელებს. მას შემდეგ, რაც დედაქალაქურმა კლუბმა აფენა გიანი "კრემონეზეში" გაყიდეს, იტალიელის დამატებას წინ აღარაფერი უდგას, ბელოტის ჟოზე მოურინიოსთან სურს მუშაობა,
შეგახსენებთ, ფორვარდი ივლისის თვიდან უგუნდოდაა, იგი 2015 წლიდან "ტორინოს" ღირსებას იცავდა, სადაც 232 მატჩი ჩაატარა და 100 გოლის გატანა შეძლო.

"ლიონის" ნახევარმცველი ლუკას პაკეტა კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "ჩაქუჩები" ფრანგულ გუნდს 60 მილიონ ევრომდე გადაუხდის. ტრანსფერიდან 8 მილიონ ევროს "მილანი" მიიღებს, რომლის ღირსებასაც პაკეტა "ლიონში" გადასვლამდე იცავდა. კლუბის პრეზიდენტს ჟან-მიშელ ოლას ბრაზილიელის გაშვება არ სურდა, თუმცა თავად პაკეტა პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობდა.

ალექსანდერ ისაკი "ნიუკასლის" ფეხბურთელია. მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და სულ მალე "კაჭკაჭებს" შეუერთდება. 22 წლის შვედის დამატება პირადად ედი ჰაუს სურდა. მის სანაცვლოდ "სოსიედადი" 70 მილიონ ევროს მიიღებს. ისაკი ესპანეთში გადასვლამდე "დორტმუნდის" ღირსებას იცავდა.

"მილანი" რაფაელ ლეაოს გაყიდვას არ განიხილავს, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად ლონდონის "ჩელსის" დაინტერესებისა, "როსონერი" პორტუგალიელს არ გაყიდის, ლეაო გასულ სეზონში "შავ-წითლების" სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" განაპირა მცველის პოზიციაზე ტომას მუნიეს კანდიდატურას განიხილავს, მას შემდეგ, რაც კატალონიელებს ხუან ფოიტის ტრანსფერი ჩაეშალათ, ბელგიელი სწორედ მისი ალტერნატივაა, "დორტმუნდი" მუნიეს სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსა" მხოლოდ 10 მილიონის გადასახდელადაა მზად. წყაროს ცნობით, შესაძლოა "ბლაუგრანამ" მოლაპარაკებებში სერჟინიო დესტი ჩართოს და მოთამაშეების გაცვლა შედგეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული