El Nacional-ის ცნობით, ტონი კროოსით "იუვენტუსი" ინტერესდება.
წყაროს თანახმად, 33 წლის ფეხბურთელს "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, "სამეფო გუნდთან" კი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავს. გერმანელ ნახევარმცველს შეთავაზება "მანჩესტერ სიტიდან" და მიუნხენის "ბაიერნიდან" უკვე ჰქონდა, თუმცა უარით გაისტუმრა.