კიმი "ბაიერნში"? სამხრეთკორეელისთვის ბრძოლაში "რეკორდმაისტერიც" ჩაერთო

AutoSharing Option
Areanapoli-ს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" კიმ ინ ჯეს დამატებას განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს. ასევე ამტკიცებენ Footmercato და წამყვანი გერმანული სპორტული გამოცემები.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფაბრიციომ დაწერა, რომ კიმის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდა, თუმცა "წითელი ეშმაკების" მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა. ამიტომაც საქმეში "რეკორდმაისტერიცაა".

გერმანულ გუნდს სამხრეთკორეელი მცველი სჭირდება, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ბეჟამინ პავარი და ლუკა ერნანდესი გაუშვას.

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული