"ატლეტიკოს" ტეო სურს - "მილანი" ფრანგს 80 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" "მილანის" მცველის, ტეო ერნანდესის ყიდვა სურს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, "როხიბლანკო" 25 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებითაა დაინტერესებული, თუმცა ესპანურ მხარეს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, "როსონერის" ხელმძღვანელობა ტეოს 80 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა. შეგახსენებთ, "შავ-წითლებმა" რამდენიმე საათის წინ "ნიუკასლში" სანდრო ტონალიც გაყიდა, რამაც გულშემატკივრების უარყოფითი ემოცია გამოიწვია.

რაც შეეხება ერნანდესის სტატისტიკურ მონაგარს, სერია A-ს დასრულებულ სეზონში ფეხბურთელმა მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო და თავი  4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
Tonalis shemdeg araperi gamikvirdeba,Kardenales shedegi ar ainteresebs is biznesmenia....
L.J .
18:13 22-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული