არაბული კლუბების უარით გასტუმრების შემდეგ, სტანისლავ ლობოტკას სამსახურით ამჯერად ინგლიუსი "ნიუკასლი" დაინტერესდა. მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის ბინადრებმა სულ რამდენიმე დღის წინ "მილანიდან" სანდრო ტონალი დაიმატეს, სლოვაკი ნახევარმცველის გადაბირებით კი ბრუნო გიმარაეშთან ერთად ბრწყინვალე ტრიოს შექმნიან.
როგორც ცნობილია, ნეაპოლური მხარე ფეხბურთელს დაახლოებით 60 მილიონ ევროდ შეელევა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დე ლაურენტისს სტანისლავის გაყიდვა არ სურს, რადგან ხვდება, რომ ნახევარდაცვას სულს ასე ამოგლეჯს.
როგორც Calciomercato წერს, ბევრ რამეს "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელი, რუდი გარსია გადაწყვეტს. ასევე განიხილება მაქსიმ ლოპესის "სასუოლოდან" გუნდში გადაყვანა, ეს უკანასკნელი რუდის
ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია ("მარსელში" ერთად გამოდიოდნენ 2016-2019 წლებში).
მომზადებულია Sports-ის მიხედვით