![](https://sportall.ge/pictures/image5/b03a28e2f04d038e05b614ae88393953.jpg)
კილიან მბაპეს უარის მიღების შემდეგ "ალ ჰილალი" გაძლიერებას გეგმავს.
შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ალ ჰილალი" დიდ თანხას იხდიდა (დაახლოებით 300 მილიონ ევროს), კილიანს კი წელიწადში 700 მილიონ ევროს სთავაზობდა.
Areanapoli-ს ცნობით, არაბული გუნდი ვიქტორ ოსიმენით დაინტერესდა. ნიგერიელ ფორვარდს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ ჰილალი" "პარტენოპეის" მალე დაუკავშირდება.