ბოლო საათებში გუნდებმა მნიშვნელოვანი სატრანსფერო გაცვლები მოახერხეს.
კოლო მუანი ფრანკფურტის "აინტრახტიდან" კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანულმა გუნდმა 95 მილიონი ევრო მიიღო. შემტევმა პარიზელებთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
21 წლის მეისონ გრინვუდი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ხეტაფეში" გადაბარგდება. მოგეხსენებათ, ინგლისელი ფეხბურთელი "წითელმა ეშმაკებმა" გუნდიდან გარიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ მეისონის შეყვარებულმა სასამართლოდან საჩივარი უკან გაიტანა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ფიორენტინადან" მაროკოელი სოფიანა ამრაბატი დაიმატა. ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" იჯარის წესით შეუერთდა.
"ბარსელონამ" ჟოაო ფელიშისა და ჟოაო კანსელუს
"ლივერპულმა" მიუნხენის "ბაიერნიდან" 34 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ რაიან გრავენბერხი დაიმატა, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.