
ალფონსო დევისით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა.
"ბლანკოსის" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ კანადელ მცველს მომავალ ზაფხულს გადმოიბირებენ, თვითონ ფეხბურთელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტო 2025 წლამდე აკავშირებს.
ესპანური AS-ის ცნობით, "რეალის" მიზანი ალფონსოს დამატება და ფერლან მენდის გუნდიდან გაშვება იქნება, თვითონ ფეხბურთელიც ინტერესდება მადრიდული გრანდით, თუმცა ამ მომენტისთვის როგორც ცნობილია მხოლოდ წარმატებულ სეზონზე ფიქრობს.
რაც შეეხება დევისის სტატისტიკას ბუნდესლიგაში, 6 გამართული შეხვედრის შემდეგ მისი მონაგარი 3 ასისტია.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით