ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნიუ იორკში?

AutoSharing Option
უეფა ევროთასების საზღვრების გაფართოებას გეგმავს და ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის სხვა კონტინენტზე ჩატარების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

2018-19 წლების სეზონის ფინალს რომელიმე ევროპული ქალაქი მიიღებს, 2020 წელს კი სეზონის მთავარი მატჩი, შესაძლოა, ოკეანის გაღმა ჩატარდეს. უეფა ამისთვის იდეალურ ადგილად განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ კი ნიუ იორკს. ამის შესახებ ესპანური გაზეთი "მარკა" წერს.

უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვა სურვილი - მომავალში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკაში გაიმართოს.

2017-18 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს კიევი მიიღებს. 2018-19 წლების
სეზონის გადამწყვეტ მატჩზე კი პრეტენზიას მადრიდი ("ატლეტიკოს" ახალი სტადიონი "მეტროპოლიტანო") და ბაქო აცხადებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული