"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას იმედოვნებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში "ნაპოლიმ" "ნიცა" 2:0-ზე დაამარცხა. იტალიური გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განმეორებითი შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"მეტოქის მძლავრი შეტევითი პოტენციალის გასანეიტრალებლად კიდევ უფრო უკეთ გარჯა გვმართებს. "სან პაოლოზე" მოპოვებული გამარჯვების დავიწყებაა საჭირო. გარისკვის უფლება არა გვაქვს. მოწინააღმდეგეს თამაშის გამწვავების უფლება არ უნდა მივცეთ.

მხოლოდ ამ მატჩზე ფიქრია აუცილებელი. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. "ნიცას" შანსი აქვს, რადგან სახლში უამრავი მომენტიდან მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. გაგვიჭირდება. თუმცა, მათაც გაუჭირდებათ".

დამრიგებელს კვერი დაუკრა მცველმა კალიდუ კულიბალიმ:"ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ
ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიცით, მარიო ბალოტელი კარგი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და არა ვიზავის ლიდერებზე. იმედია, გოლს არ გავუშვებთ და მიზანს ვუწევთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული