ჩემპიონთა და ევროპის ლიგის სატელევიზიო უფლებების მოსაპოვებლად, ყველაზე დიდი აუქციონი ინგლისში გაიმართა.
ერთმანეთს ისეთი სატელევიზიო გიგანტები უპირისპირდებოდნენ, როგორებიცაა: "BT SPORT", "SKY SPORT" და "ITV". გამარჯვება "BT SPORT"-ს დარჩა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაუჯდა. 2021 წლამდე ტელევიზიას" ყოველწლიურად 394 მილიონი და საერთო ჯამში, სამ წელიწადში 1.2 მილიადი გირვანქა სტერლინგი ექნება გადასახდელი.
ინგლისის პრემიერლიგის სატელევიზიო უფლებებზე მონოპოლია მხოლოდ "BT SPORT"-მა ვერ შეძლო და ჩემპიონატის ლიცენზიას SKY SPORT-იც ფლობს. სატელევიზიო უფლებები ორივე არხმა
სამაგიეროდ, "BBC"-მ და "BT SPORT"-მა ერთად, ინგლისის თასზე უფლებები 2012 წლამდე - 200 მილიონად მოიპოვა. ინგლისის სხვა თასებზე უფლებებს SKY SPORT-ი ფლობს 2019 წლამდე და ეს ჯამში 270 მილიონი უჯდება.
ინგლისის ნაკრების სატელევიზიო მატჩებზე სატელევიზიო უფლებები "ITV"-ს და "SKY SPORT"-ს აქვთ 2022 წლამდე. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ ეს ყველაზე იაფია და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ ჯამში.