ორი კვირით ადრე ამ სტატიას იმიტომ ვწერთ, რომ ყველაფრის ყიდვა და დაგეგმვა მოასწროთ. ბილეთების მსურველი ძალიან ბევრი იქნება და სავარაუდოდ მალევე გაიყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული სტადიონი 70 000-მდე გულშემატკივარს იტევს.
დავიწყოთ მატჩის
რაც შეეხება მგზავრობას: თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ პასპორტი, ისე ვერ შეძლებთ საზღვრის გადაკვეთას. სამი სახის ტრანსპორტით შეგიძლიათ ეწვიოთ ბაქოს: ავტობუსით - რომელიც დაახლოებით 70 ლარამდე დაგიჯდებათ ორივე გზა; მატარებელით- 80-დან 150 ლარამდე; თვითმფრინავით - 100-დან 200 დოლარამდე.
სასტუმროების ფასები და კვების ფასი, თითქმის იდენტურია როგორც საქართველოში. თუ თქვენ ქალაქის ცენტრში განთავსდებით და პრესტიჟულ ადგილებში ისადილებთ, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. ხოლო თუ არჩევანს სხვა უბნებზე გააკეთებთ, ბევრად იაფად გამოხვალთ და საკმაოდ ნასიამოვნებიც დარჩებით.