"წავაგეთ, მაგრამ დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ეს მახარებს. უქულოდ დარჩენა ყოველთვის სამწუხაროა, მითუმეტეს თავი არ დაგვიზოგავს. ოთხ ფეხბურთელს, მათ შორის 18 წლის სვილარს მივეცი შანსი და ამას კიდევ გავაკეთებ.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შესვენებამდე 10 წუთით ადრე სიტუაციაზე კონტროლი დავკარგეთ და დავისაჯეთ. მეორე ტაიმში "მანიუმ" თავისი კლასი დაამტკიცა. ძალიან გამოცდილია.