ბუსკეტსი: ასეთი 100 მატჩიდან 95-ს ვიგებთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "ოლიმპიაკოსთან" უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაზე მოკლედ ისაუბრა "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა:

"კარგად ვიასპარეზეთ, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ, ფეხბურთში კი მთავარი გოლია. კარგი შესაძლებლობები გვქონდა მეტოქის კარის აღებისა, ბურთი ძელსაც გავარტყით. ხდება ხოლმე, რომ ბურთს არ უნდა კარში შესვლა.

ასევე გვმართებს გაგრძელება. შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ, არ გაგვიმართლა, თორემ ასეთი 100 მატჩიდან როგორც წესი 95-ს ვიგებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული