ტურის ცენტრალური მატჩი კი ცალკარა გამოდგა - ანტონიო კონტე უჩვეულოდ ყურებჩამოყრილი უყურებდა "ოლიმპიკოზე", როგორ ნადგურდებოდა მისი "ჩელსი" "რომასთან" დაპირისპირებაში.
სტეფან ელ შაარავიმ პირველივე წუთზე დაამწუხრა "ჩელსი". მანვე დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმში კი დიეგო პეროტიმ გაიტანა და, რომ არა კურტუას კარგი თამაში, "ჩელსი" კიდევ ერთ-ორ გოლს გაუშვებდა - 3:0.
ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ატლეტიკო" მაისურზე "აზერბაიჯანს" დაიწერდა. ასევე
"ყარაბაღი" მარკოს მიჩელმა დააწინაურა, თუმცა "ატლეტიკო" თომასმა მარცხისგან იხსნა. 59-დან 88-ე წუთამდე "ყარაბაღმა" 10 კაცით ითამაშა, მაგრამ გაძლო. მიჩელის გოლი ისტორიული პირველი გოლია აზერბაიჯანული კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად. ქულაც ისტორიულია, თავისთავად...
B ჯგუფში პსჟ-მა 5:0 გაანადგურა "ანდერლეხტი" და ქულათა მაქსიმუმით გაინაღდა მერვედფინალის საგზური. ვერასოდეს გამოიცნობთ, თუ არ გინახავთ, ვინ შეასრულა ჰეთ-თრიკი პარიზელთაგან - მარცხენა მცველმა ლეივინ კურზავამ. ფეხბურთელმა, რომელიც პსჟ-ის სუპერვარსკვლავურ შემადგენლობაში ყველაზე სუსტ წერტილად ითვლება. თითო გოლი მარკო ვერატისა და ნეიმარის ანგარიშზეა.
იუპ ჰაინკესმა ერთი მისია უკვე შეასრულა - "ბაიერნი" პლეი-ოფში გაიყვანა - გერმანულმა გრანდმა "სელტიკს" მისსავე მოედანზე მოუგო - 2:1. გამარჯვების გოლი ხავი მარტინესის ანგარიშზეა.
"იუვენტუსი" ლისაბონში "სპორტინგთან" მარცხისგან გონსალო იგუაინმა იხსნა - 1:1. ვერ მოიგო ვერც "ბარსელონამ", რომელიც პირეოსში "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 0:0. ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ფანი მოედანზე იმიტომ გადმოხტა, რომ ლეო მესისთვის ეკოცნა. მან ეს წარმატებით მოახერხა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" 12 ქულა აქვს, მაგრამ ოფიციალურად ჯერაც არ გაუფორმებია მერვედფინალის საგზური, მაგრამ "ბენფიკასთან" მოგების შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდი ამასთან ახლოსაა.
ფაქტები
- სტეფან ელ შაარავის გოლი 37-ე წამზე "რომასთვის" ჩემპიონთა ლიგაზე უსწრაფესია.
- ძმებმა ბერეზუცკებმა ცსკა-ს შემადგენლობაში (ერთად) ათასი მატჩი ითამაშეს.
- "ბარსელონამ", 2012 წლის შემდეგ პირველად, ჯგუფური ეტაპის მატჩში ვერ გაიტანა.
- "ბენფიკას" 18 წლის მეკარე მილე სვილარი ორი რამით გამოირჩა - ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი მოიგერია და... ავტოგოლი გაიტანა.
- "ატლეტიკომ" "ყარაბაღს" 35-ჯერ დაურტყა კარში, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.
- "ატლეტიკომ" დიეგო სიმეონეს ხელში პირველად ითამაშა ზედიზედ სამი საშინაო მატჩი ფრედ.
- თომასი პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, ვინც "ატლეტიკოს" მაისურით გაიტანა.
- იან ობლაკი (ატლეტიკო) ზლატკო ზაჰოვიჩს დაეწია სლოვენიელ ფეხბურთელებში ლიგაზე თამაშების რაოდენობით - 32.
- სესკ ფაბრეგასმა (ჩელსი) ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი ითამაშა.
ბაზელი-ცსკა 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ცუფი (34), 1:1 ძაგოევი (65), 1:2 ვერნბლომი (79)
ბაზელი (3-4-3): ვაჩლიკი - აკანჯი, სუხი, ბალანტა - ლანგი, ტ. ჯაკა (73. სერეი დი), ცუფი, პეტრეტა (84. იტენი) - შტეფენი, ობერლენი (71. აიეტი), ელიუნუსი
ცსკა (3-5-2): აკინფეევი - ვასინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი - ფერნანდეში, გოლოვინი, ნათხო (90. ჟამალეტდინოვი), ვერნბლომი, შენიკოვი - ვიტინიო (46. ძაგოევი), კუჩაევი (90+1. მილანოვი)
მანჩესტერი იუნ-ბენფიკა 2:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 სვილარი (45-საკ. კარში), 2:0 ბლინდი (78-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მარსიალი (15. მანჩესტერი)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი, ბეილი - მატიჩი, მაკტომენი - მატა (68. ერერა), ლინგარდი (46. მხითარიანი), ანდერი, მარსიალი (75. რაშფორდი) - ლუკაკუ
ბენფიკა (4-3-3): სვილარი - დ. პერეირა, ჟარდელი, დიაში, გრიმალდო (64. ელიზეუ) - პიცი (78. ჟონასი), ფეისა, სამარისი - სალვიო, ხიმენესი (74. სეფეროვიჩი), დიოგო
მომდევნო ტური
22 ნოემბერი
ცსკა-ბენფიკა
ბაზელი-მანჩესტერ იუნ
B ჯგუფი
პსჟ-ანდერლეხტი 5:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ვერატი (30), 2:0 ნეიმარი (45+4), 3:0 კურზავა (52), 4:0 კურზავა (72), 5:0 კურზავა (78)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, სილვა, კურზავა - ვერატი (64. ლო სელსო), დრაქსლერი, რაბიო (76. პასტორე) - მბაპე (64. დი მარია), კავანი, ნეიმარი
ანდერლეხტი (4-3-3): ბოეხი - აპია, კარა, სპაიჩი (45+4. სა), ობრადოვიჩი - დენდონკერი, კუმსი ტრებელი - ონიეკურუ (79. სტანკუ), გერკენსი, ჰანი (60. ტეოდორჩუკი)
სელტიკი-ბაიერნი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 კომანი (22), 1:1 მაკგრეგორი (74), 1:2 მარტინესი (77)
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - ლუსტიგი, ბოიატა, ტირნი, ბიტონი - არმსტრონგი (79. გრიფიტსი), ბრაუნი - ფორესტი, მაკგრეგორი, სინკლერი (64. როგჩი)- დემბელე
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - რაფინია, ბოატენგი, სულე, ალაბა - მარტინესი, ტოლისო (83. კიმიხი) - ვიდალი (59. რუდი), რობენი (90+4. ტ. ალკანტარა), კომანი - როდრიგესი
მომდევნო ტური
22 ნოემბერი
ანდერლეხტი-ბაიერნი
პსჟ-სელტიკი
C ჯგუფი
ატლეტიკო-ყარაბაღი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მიჩელი (40), 1:1 ტომასი (56)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გოდინი, ფილიპე ლუიში, სავიჩი, ხუანფრანი - თომასი (62. გაიტანი), საულ ნიგესი, გაბი, ა. კორეა - გამეირო (69. ფ. ტორესი), გრიზმანი
ყარაბაღი (4-4-1-1): შეჰიჩი - მედვედევი, რჟეზნიჩაკი, სადიგოვი, აგოლი - რიჩარდი, გარაევი, გერიე (63. იუნისზადე), პედრო ენრიკე - მიჩელი (90+2. ისამილოვი), შეიდაევი (72. კუინტანა)
გაძევება: პედრო ენრიკე (59), სავიჩი (88)
რომა-ჩელსი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ელ შაარავი (1), 2:0 ელ შაარავი (36), 3:0 პეროტი (63)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი (76. მანოლასი), ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი - ჯეკო, პეროტი (87. პელეგრინი), ელ შაარავი (75. ჟერსონი)
ჩელსი (3-5-2): კურტუა - რიუდიგერი, ლუისი, კეჰილი (56. ვილიანი) - ასპილიკუეტა, ფაბრეგასი (71. დრინქვოთერი), ბაკაიოკო, ალონსო - მორატა (75. ბატშუაი), აზარი, პედრო
D ჯგუფი
სპორტინგი-იუვენტუსი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ცესარი (20), 1:1 იგუაინი (79)
სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო - კოატესი, პინტუ, სილვა, რისტოვსკი (91+1. პეტროვიჩი) - ცესარი (64. პალინია), ბატალია - მარტინში, ფერნანდეში, აკუნია - დოსტი (81. დუმბია)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო, დე შილიო (65. დ. კოშტა), - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო, დიბალა (83. ბერნარდეში), მანჯუკიჩი (70. მატუიდი) - იგუაინი
ბარსელონა-ოლიმპიაკოსი 0:0 (იხილეთ ვიდეო)
ოლიმპიაკოსი (4-5-1): პროტო - ელაბდელაუი, ბოტია, კუტრისი, ენგელსი - ოჯიჯა-ოფოე (75. ჟილე), რომაო, ფიგუეირასი, ტაჩიდისი, გონსალესი (79. პედრო) - ფორტუნისი (84. ჯურჯევიჩი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - უმტიტი, სემედო, მასკერანო, ალბა - პაულინიო (62. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, რობერტო (45+1. დეულოფეუ) - მესი, ლ. სუარესი, დ. სუარესი (75. ანდრე გომეში)
მომდევნო ტური
22 ნოემბერი
იუვენტუსი-ბარსელონა
სპორტინგი-ოლიმპიაკოსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"