ზიდანი: "რეალი" კრიზისში არაა, მეტოქემ ითამაშა უკეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" ნამატჩევს კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:"ლიდერს 3 ქულით ჩამოვრჩებით და დარჩენილ 2 მატჩზე უნდა ვიფიქროთ. არა მგონია ცუდი გუნდი გყავდეს, უბრალოდ გადამწყვეტ ფაზაში ვერ ვივარგეთ. მომენტი რომ გაქვს, გამოყენება გმართებს.

წავაგეთ, მაგრამ წინ გრძელი სეზონი გველის. მოწინააღმდეგეს გამარჯვებას ვულოცავთ. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები ვართ. ორი შეხვედრა წავაგეთ, თუმცა ფეხბურთი ამით არ მთავრდება. 3-4 დღე გვაქვს დასასვენებლად.

კრიზისი? არა, უკეთეს გუნდთან დავმარცხდით. ჩემპიონებით დაკომპლექტებული გამოცდილი გუნდი გვყავს. შევცვლით სიტუაციას და ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული