ოთხ ჯგუფში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ჯგუფებში განვითარებული მოვლენები თანმიმდევრობით მიმოვიხილოთ...
A ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო "მანჩესტერმა". "წითელი ეშმაკები" ცსკა-სთან პირველ ტაიმში მოულოდნელად ჩამორჩნენ, მაგრამ ეს არად ჩააგდეს. არმიელებს პლეი-ოფში გასვლის იმედი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ალან ძაგოევმა გაიტანა, მაგრამ რომელუ ლუკაკუმ და მარკუს რაშფორდმა ყველაფერს ლოგიკური ადგილი მიუჩინეს. არმიელები ევროპალიგაზე ითამაშებენ.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ზემოტივირებულმა "ბაზელმა" ელიუნუსისა და ობერლინის გოლებით მოუგო გასვლითი შეხვედრა "ბენფიკას", რომელმაც წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა სამარცხვინოდ ჩაატარა. ლისაბონურმა კლუბმა ამჯერადაც არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა ისევ დააკლდა სიზუსტე დამაგვირგვინებელ ფაზაში. პლეი-ოფში "იუნაიტედი" და "ბაზელი" გავიდნენ.
B ჯგუფში "ალიანც არენაზე" ტიტანები შეიბნენ. "ბაიერნმა" 3:1 კი მოუგო "პარი სენ-ჟერმენს", მაგრამ ეს შედეგი პირველი ადგილის დასაკავებლად არ ეყო, რაკი პარიზში სამი "მშრალი" ბურთით ჰქონდა წაგებული. ერთობ თვალსასეირო თამაშში მასპინძელთაგან თავი რობერტ ლევანდოვსკიმ და კორენტენ ტოლისომ (ორჯერ) გამოიჩინეს, პარიზელთაგან კი პრესტიჟის გოლი კილიან მბაპემ მიითვალა.
ამავე ჯგუფიდან ევროპალიგაზე გადაინაცვლა "სელტიკმა". მართალია, სკოტებმა შინ მინიმალური ანგარიშით წააგეს "ანდერლეხტთან", მაგრამ მათ ეს შედეგიც ეყოთ მესამე ადგილზე გასასვლელად, რაკი ბრიუსელში 3:0 ჰქონდათ მოგებული და ბელგიურ გრანდს ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობეს.
C ჯგუფშიც ლოგიკამ იზეიმა. "ატლეტიკოს" ძვირად დაუჯდა შინ და გარეთ "ყარაბაღთან" დაკარგული ქულები. დიეგო სიმეონეს გუნდმა გასვლაზე ფრედ ითამაშა "ჩელსისთან" და ეს შედეგი მხოლოდ ევროპალიგაზე გადანაცვლებისთვის ეყო. რომც მოეგოთ, მადრიდელებს არაფერი ეშველებოდათ, რადგან "რომას" "ყარაბაღთან" პარალელურ მატჩში ფეხი არ დაუცდა.
"ათლეტებმა" ანგარიში საულ ნიგესის წყალობით გახსნეს, მაგრამ მერე "ჩელსიმ" ძალები მოიკრიბა და სავიჩის ავტოგოლს რომ თავი დავანებოთ, მოწინააღმდეგის კართან კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა.
"რომაზე" კიდევ ვთქვათ. პირველ ტაიმში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწვრთნილმა გუნდმა კი იწვალა, მაგრამ მეორე ნახევარში პეროტის გოლით მოუთავა საქმე მოწინააღმდეგეს. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ერთ-ორი სახიფათო მომენტი ჩვენს მეზობლებსაც ჰქონდათ.
D ჯგუფში "ბარსელონა" ერთი საათის განმავლობაში ლიონელ მესის გარეშე ეთამაშა ზემოტივირებულ "სპორტინგს" და 2:0 მოიგო. არგენტინელმა გენიამ ბოლო ნახევარ საათშიღა მოიდინა ოფლი. კატალონიელთა რიგებში ანგარიში პაკო ალკასერმა გახსნა, ბედის ირონიით კი სულ ბოლოს ავტოგოლი ექსბარსელონელმა ჟერემი მატიემ შეაგდო.
"იუვენტუსს" მოგება უნდოდა საბერძნეთში და მოიგო კიდეც. ჯერ პირველ ტაიმში კუადრადომ გახსნა ანგარიში, მთლად ბოლოს კი ბერნარდესკიმაც იხეირა. მაშ ასე, "ბარსა" პირველია, "იუვე" - მეორე, ხოლო "სპორტინგი" ევროპალიგაზე გააგრძელებს თამაშს.
A ჯგუფი
მანჩესტერ იუნ-ცსკა 2:1
გოლები: 0:1 ძაგოევი (45), 1:1 ლუკაკუ (64), 2:1 რაშფორდი (66)
მანჩესტერი (3-4-3): რომერო - ლინდელიოფი, სმოლინგი, ბლინდი - ვალენსია (72. ტუანზებე), პოგბა, ერერა (67. მაკტომინი), შოუ - მატა, რაშფორდი, ლუკაკუ (74. მარსიალი).
ცსკა (3-4-3): აკინფეევი - ვ. ბერეზუცკი, ვასინი, იგნაშევიჩი - ფერნანდესი, გოლოვინი, კუჩაევი, ნაბაბკინი (90+1. ხოსონოვი) - ვიტინიო (82. ჟამალეტდინოვი), ძაგოევი, ჩალოვი (65. გორდიუშენკო).
ბენფიკა-ბაზელი 0:2
გოლები: 0:1 ელიუნუსი (5), 0:2 ობერლინი (65)
ბენფიკა (4-3-3): სვილარი - პერეირა, ლოპესი, ჟარდელი, ელიზეუ - კარვალიო, სამარისი (73. ალმეიდა), პიცი (73. გაბრიელი) - ჟივკოვიჩი, გონსალვეში (62. ჟონასი), სეფეროვიჩი.
ბაზელი (3-4-3): ვაცლიკი - სუჩი, აკანჯი, ბალანტა - ლანგი, ჯაკა, ცუფი, პეტრეტა (82. რივეროსი) - შტეფენი (90+4. ფრანსონი), ელიუნუსი, ობერლინი (88. ბუა).
B ჯგუფი
ბაიერნი-პსჟ 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 2:0 ტოლისო (37), 2:1 მბაპე (50), 3:1 ტოლისო (69)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა (85. რაფინია) - ტოლისო, რუდი - კომანი, ხამეს როდრიგესი (83. ვიდალი), რიბერი (67. მიულერი) - ლევანდოვსკი.
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიუში, ტიაგო სილვა (72. კიმპემბე), კურზავა - ვერატი, რაბიო, დრაქსლერი (90+1. ლო სელსო) - მბაპე, ნეიმარი, კავანი.
სელტიკი-ანდერლეხტი 0:1
გოლი: 0:1 სიმუნოვიჩი (62-საკ. კარში)
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - ლუსტიგი, ბოიატა, სიმუნოვიჩი, ტირნი - ბრაუნი, არმსტრონგი (46. ნტჩამი) - ფორესტი, მაკგრეგორი, სინკლერი (46. როგიჩი) - დემბელე (74. ედუარდი).
ანდერლეხტი (4-4-1-1): ბუკსი - აპია (90. ბრუნო), კარა (75. ჟოსუე სა), სპაჰიჩი, ობრადოვიჩი - გერკენსი (78. ტეოდორჩიკი), დენდონკერი, კუმსი, ტრებელი - ჰანი - ონიეკვუ.
C ჯგუფი
რომა-ყარაბაღი 1:0
გოლი: 1:0 პეროტი (53)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი - ელ შაარავი (72. ჟერსონი), პეროტი (81. პელეგრინი), ჯეკო.
ყარაბაღი (4-1-4-1): სეჰიჩი - მედვედევი, რჟენიჩაკი, იუნუსზადე, გერიერი - გარაევი - იზმაილოვი (76. კინტანა), მიჩელი, რიჩარდი, მადათოვი (85. რამაზანოვი) - ნდლოვუ (85. შეიდაევი).
ჩელსი-ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ნიგესი (56), 1:1 სავიჩი (75-საკ. კარში)
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ბაკაიოკო (64. პედრო), ძაპაკოსტა (73. ვილიანი) - აზარი - მორატა (81. ბატშუაი).
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხიმენესი (79. ვიეტო), სავიჩი, ლუკასი, ფილიპე ლუიში - კოკე, თომასი, გაბი (78. კორეა), ნიგესი - ტორესი (57. ფერეირა კარასკო), გრიზმანი.
D ჯგუფი
ბარსელონა-სპორტინგი 2:0
გოლები: 1:0 პაკო (59), 2:0 მატიე (90-საკ. კარში)
ბარსელონა (4-3-3): სილესენი - სემედუ, პიკე (64. ბუსკეტსი), ვერმალენი, დინი - რაკიტიჩი, გომესი, დენის სუარესი - პაკო, ვიდალი (61. მესი), ლუის სუარესი (75. პაულინიო).
სპორტინგი (4-2-3-1): რუი პატრისიო - პიჩინი, კოატესი, მატიე, სეზარი (64. კოენტრაო) - ბატალია, კარვალიო - რისტოვსკი (46. მარტინში), ფერნანდეში, აკუნია - რუისი (46. დოსტი).
ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 კუადრადო (15), 0:2 ბერნარდესკი (90)
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): პროტო - ელაბდელაუი, ენგელსი, ნიკოლაუ, კურტისი - რომაო, ტახციდისი - პარდო, ოჯიჯა-ოფოე (62. ფორტუნისი), სება (46. მარინი) - ჯურჯევიჩი (71. ბენი).
იუვენტუსი (4-2-3-1): შჩესნი - დე შილიო, ბარძალი (70. რუგანი), ბენატია, ალექს სანდრო - ხედირა, მატუიდი - კუადრადო (84. ბერნარდესკი), დუგლას კოშტა, დიბალა (62. პიანიჩი) - იგუაინი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:51 06-12-2017
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "ბაიერნმა" პსჟ-ს წაგებაც ასწავლა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დააბრუნეთ ვიდეოს ძველი ფორმატი,ვერანაირად ვერ ირთვება ეს.
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული