ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. დასრულდა ჩვენთვის ძალიან კარგად - დავით ხოჭოლავას "შახტარმა" საშინაო ასპარეზზე მოუგო "მანჩესტერ სიტის" და სანუკვარი პლეი ოფის საგზური ჯიბეში ჩაიდო.
საქართველოს ნაკრების მცველი მინდორზე 89-ე წუთზე გამოჩნდა...
რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩვენებურის წარმატება. მით უმეტეს, გაგვიიშვიათდა წარმომადგენლები ისეთ კლუბებში, მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძვიან.
არადა, "შახტარმა" ჯგუფში ჩატოვა "ნაპოლი", რომელიც დღეს ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
გუშინ ბევრი არ იყო ისეთი შეხვედრა, რომელიც რამეს წყვეტდა. ერთ-ერთი გამონაკლისი სწორედ "შახტარი"-"სიტი" იყო. დონეცკელებს არ უნდა წაეგოთ, მაგრამ შერეული შემადგენლობით მოთამაშე პრემიერლიგის ლიდერთან გეგმა სულაც გადაჭარბებით შეასრულა და გაიმარჯვა.
უნდა აღინიშნოს, რომ "მანჩესტერთან" გასამართი დერბის წინ პეპ გვარდიოლამ ძირითადი შემადგენლობის არაერთ ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება. ჩანდა, "სიტიმ" ბოლომდე არ მოინდომა, ამან კი დონეცკელთა წისქვილზე დაასხა წყალი.
ანგარიში ბრაზილიის ნაკრების წევრობის კანდიდატმა ბერნარდმა გახსნა. ამას ისმაილის გოლი მოჰყვა. მკითხველი დაგვეთანხმება: თუ რომელიმე რგოლს "შედარებით სუსტი" შეიძლება ეწოდოს "სიტიში", ეს უდავოდ დაცვაა.
გუშინ მანჩესტერელთა უკანა ხაზი გასაგები მიზეზების გამო არეული იყო. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა მეკარე ედერსონის თამაში. კარიდან მისი არასწორი გამოსვლა ინგლისურ კლუბს გოლადაც დაუჯდა...
ინგლისელებმა სულ ბოლოს შეამცირეს სხვაობა. სერხიო აგუერომ თერთმეტმეტრიანი შეაგდო, მაგრამ ამას "შახტარის" შანსებზე არ უმოქმედია. დონეცკურმა კლუბმა დამსახურებულად მოიპოვა პლეი ოფში თამაშის უფლება.
არაფერს წყვეტდა "რეალისა" და "დორტმუნდის" მადრიდული მატჩი, მაგრამ ტრადიციულად, სანახაობა შედგა. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ალბათ ბოლო საევროთასო შეხვედრა ჩაატარა გერმანულ გრანდში და ის ან "ლივერპულში" წავა, ან სწორედ "რეალში", რომელსაც გუშინ ორი გოლი გაუტანა. მასზე ამბობენ, მთელი ძალით აღარ თამაშობს ბუნდესლიგაშიო. გუშინ ითამაშა, "რეალთან"...
ძალიან ღია თამაშში "რეალი" უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მძინარე "ობამ" გამოიღვიძა. ვინ იცის, ის იქნებ მომავალ კლუბს აწონებდა თავს. ბრძოლა ბრძოლად და, ალბათ, პიტერ ბოშის დორტმუნდული სკამი კიდევ უფრო შეირყა - გუნდმა სამარცხვინოდ, ორი ქულით დაასრულა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაში და ევროპალიგაზეც მხოლოდ იმიტომ გადაინაცვლა, რომ ჯგუფში ბეჩავი აპოელ-ი ჰყავდა, რომელმაც ზუსტად იმდენივე ქულა მოაგროვა, რამდენიც მისმა მეტოქემ. "რეალს" კი საწყენად მხოლოდ ის თუ დარჩება, რომ პირველი ადგილი "ტოტენჰემთან" ფიცხელ ბრძოლაში დათმო...
ლამაზი შოუ შედგა "ენფილდზე", სადაც "ლივერპულმა" რუსეთის "სახალხო გუნდი" სახალხოდ შეარცხვინა - 7:0. აღსანიშნავია ფელიპე კოუტინიოს ჰეთ თრიკი.
E ჯგუფი
მარიბორი-სევილია 1:1
გოლები: 1:0 ტავარეში (10), 1:1 განსო (75)
მარიბორი (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - მილეცი, სულერი, ბილონგი, ვილერი - ვრჰოვეცი - ბაიდე, პიჰლერი (79. ვრშიჩი), კაბა, ბოჰარი (90. ჰოტიჩი) - ტავარეში.
სევილია (4-3-3): რიკო - მერკადო (70. ნავასი), კიაერი, ლენგლე, ესკუდერო - პისარო, კრონ-დელი (59. განსო), ბანეგა - სარაბია, კორეა, ბენ იედერი (76. მურიელი).
ლივერპული-სპარტაკი 7:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (4-პენ), 2:0 კოუტინიო (15), 3:0 ფირმინო (19), 4:0 მანე (47), 5:0 კოუტინიო (50), 6:0 მანე (76), 7:0 სალაჰი (80)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, ლოვრენი (60. ალექსანდერ-არნოლდი), კლავანი, მორენო (45. მილნერი) - ვეინალდუმი, ჩანი, კოუტინიო - სალაჰი, ფირმინო (72. სტარიჯი), მანე.
სპარტაკი (4-2-3-1): სელიხოვი - ეშჩენკო, ტასკი, ბოკეტი, ჯიქია (60. პაშალიჩი) - გლუშაკოვი, ფერნანდო - ზობნინი, ადრიანო, პრომესი (75. სამედოვი) - ზე ლუიში (51. მელგარეხო).
F ჯგუფი
ფეიენოორდი-ნაპოლი 2:1
გოლები: 0:1 ზელინსკი (2), 1:1 იორგენსენი (33), 2:1 სტ. ჯუსტი (90)
ფეიენოორდი (4-3-3): ვერმეერი - ნიუვკოოპი (76. სტ. ჯუსტი), ვან ბეეკი, ტაპია, მალასია - ამრაბატი, ტოონსტრა, ვილენია - ბერგჰუისი (72. ლარსონი), ბუტიუსი, იორგენსენი.
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო (64. მარიო რუი), ალბიოლი, კულიბალი, ჰისაი - ალანი (60. როგი), დიავარა, ჰამშიკი - კალიეხონი (74. უნასი), ზელინსკი, მერტენსი.
გაძევება: ვილენია (83. ფეიენოორდი)
შახტარი-მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 1:0 ბერნარდი (26), 2:0 ისმაილი (32), 2:1 აგუერო (90+2-პენ)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, რაკიტსკი, ისმაილი (64. ასევედო) - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი (82. კოვალენკო), ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა (89. ხოჭოლავა).
სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, ადარაბიოიო, მანგალა, ფოდენი - გიუნდოგანი, ფერნანდინიო (70. აგუერო), ტურე - ბერნარდო სილვა, სანე (62. დიასი), გაბრიელ ჟეზუში.
G ჯგუფი
ლაიპციგი-ბეშიქთაში 1:2
გოლები: 0:1 ნეგრედო (10-პენ), 1:1 კეიტა (87), 1:2 ტალიშკა (90)
ლაიპციგი (4-4-2): გულაში - კლოსტერმანი, ილსანკერი, ორბანი (71. კომპერი), ჰალსტენბერგი (66. ბერნარდო) - კამპლი (74. კაიზერი), კეიტა, დემე, ბრუმა - აუგუსტინი, ვერნერი.
ბეშიქთაში (4-2-3-1): ზენგინი - უისალი (51. ადრიანო), მიტროვიჩი, ტოშიჩი, ერქინი - მედელი, ოზიაკუპი - ლენსი, ტალიშკა, პეკტემეკი (68. ჩინარი) - ნეგრედო (80. ტოსუნი).
გაძევება: ილსანკერი (82. ლაიპციგი)
პორტუ-მონაკო 5:2
გოლები: 1:0 აბუბაკარი (9), 2:0 აბუბაკარი (33), 3:0 ბრაჰიმი (45), 3:1 გლიკი (61-პენ), 4:1 ტელიესი (65), 4:2 ფალკაო (78), 5:2 სოარეში (88)
პორტუ (4-3-3): ჟოზე სა - რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ტელიესი - დ. პერეირა, ერერა, ანდრე (42. რეიესი) - მარეცგა (67. კორონა), ბრაჰიმი, აბუბაკარი (74. სოარეში).
მონაკო (4-2-3-1): ბენალიო - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო - მეიტე (66. მოუტინიო), ნდორამი - რონი ლოპესი, კარილიო (66. ფალკაო), გეზალი - დიახაბი (72. კეიტა).
გაძევება: ფელიპე (38. პორტუ), გეზალი (38. მონაკო)
H ჯგუფი
რეალი-დორტმუნდი 3:2
გოლები: 1:0 მაიორალი (8), 2:0 რონალდო (12), 2:1 ობამეიანგი (43), 2:2 ობამეიანგი (49), 3:2 ლუკასი (81)
რეალი (4-3-3): ნავასი - ნაჩო, რამოსი, ვარანი (38. ასენსიო), ტეო ერნანდესი - ისკო (69. ლორენტე), კაზემირო, კოვაჩიჩი (58. სებალიოსი) - ლუკასი, რონალდო, მაიორალი.
დორტმუნდი (3-4-3): ბურკი - პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, შმელცერი - ბარტრა (80. ტოპრაკი), შაჰინი (65. ვაიგლი), დაჰუდი, გერეირო - პულიშიჩი, კაგავა (90. იარმოლენკო), ობამეიანგი.
ტოტენჰემი-აპოელ-ი 3:0
გოლები: 1:0 ლორენტე (20), 2:0 სონი (37), 3:0 ნკუდუ (80)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ორიე, ფოიტი, სანჩესი, როუზი (70. უოლკერ-პიტერსი) - სისოკო, უინქსი - ნკუდუ, ალი (88. კ. სტერლინგი), სონი (65. დემბელე) - ლორენტე.
აპოელ (4-2-3-1): პერესი - ვუროსი, რუედა, კარლაო, ლაგო - ვინისიუში, მორაისი - ზაჰიდი, ებესილიო, ალონეფტისი (75. დე კამარგო) - პოტე (81. ანტონიუ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:44 07-12-2017
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: ხოჭოლავას პლეი ოფი, კოუტინიოს შოუ [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
საქართველოს ნაკრების მცველი მინდორზე 89-ე წუთზე გამოჩნდა... ეს არის სასიხარულო 89-ე წუთზე რომ შეგიშვებენ სათამაშოდ.