დანიელ კარვახალი თვითნებურად მიღებული ყვითელი ბარათის გამო დაისაჯა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ "აპოელთან" მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრის მიწურულს ყვითელი ბარათი გამიზნულად მიიღო, რათა ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა გამოეტოვებინა და პლეი-ოფში მინდორზე დაბრუნებულიყო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი მატჩი, რომელშიც "სამეფო კლუბი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა, კარვახალმა გამოტოვა. 25 წლის ესპანელი "რეალს" პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში "რეალმა" 12 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, პირველ პოზიციაზე კი 14 ქულით ლონდონის "ტოტენჰემი" გავიდა.

კარვახალი "რეალის" აკადემიაში 2002 წელს ჩაირიცხა, უმაღლესი გუნდის ღირსებას კი 2013 წლიდან იცავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული