იურგენ კლოპი: არა მგონია "ლივერპული" 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" დაპირისპირების წინ "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა:

"წარმატებულ დღეებში მართლა მაგრები ვართ, მაგრამ პორტუგალიური ბარიერის დასაძლევად არნახულად ძლიერები უნდა ვიყოთ. ეს ძლიერი გუნდია. რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ.

შეიძლება თუ არა ყველაფერი პირველივე შეხვედრაში გადაწყდეს? ამაზე არ მიფიქრია. ჩვენ "ენფილდის" იმედი გვაქვს. ვიცით, ჩვენმს გულშემატკივრებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ.

იმისათვის, რათა მეორე მატჩში შანსი დავიტოვოთ, პირველში უნდა ვივარგოთ. გვესმის, ეს რთული იქნება.

შეუძლია თუ არა "ლივერპულს" 2005 წელს მიღწეული შედეგი გაიმეოროს? არა მგონია "ლივერპული" მაშინ 1/8 ფინალში
ამაზე ფიქრობდა. გამიკვირდება თუ ეს ასე იყო. შემიძლია ბენიტესს ვკითხო.

ამაზე ლაპარაკი უაზრობაა. აზრზე არა ვარ. რა თქმა უნდა, თუ ფინალში გავალთ, მოგებას შევეცდებით. იქამდე დიდი გზაა. ამ კითხვაზე იმიტომ გიპასუხეთ, რომ მეგობრული ადამიანი ვარ. როგორც წესი, პრივატულ საუბარში როდესაც შემდეგ ეტაპზე გასვლაზე მეკითხებიან, ოთახიდან გავდივარ. იმიტომ გიპასუხეთ, რომ პირდაპირ ეთერში ვართ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული