რიო ფერდინანდი: სერხიო ბუსკეტსს ჩუსტებითაც შეუძლია კარგად ითამაშოს

AutoSharing Option
"ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ბარსელონას" ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის მიერ გაკეთებული 149 გადაცემიდან 139 (92%) ზუსტი იყო.

სერხიოს თამაში "დეილი ექსპრესის" მიმოხილვაში ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა რიო ფერდინანდმა და სტივენ ჯერარდმა ასე შეაფასეს:

"ის არაჩვეულებრივად მშვიდი და გონებამახვილურია. ჩემი აზრით, მას ჩუსტებითაც შეუძლია კარგად ითამაშოს", - განაცხადა ფერდინანდმა.

"მგონი, არც გაოფლიანებულა. თითქოს მეორე სიჩქარით მოძრაობს", - დაასკვნა ჯერარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული