ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: "მანჩესტერმა" "სევილიასთან" სასურველ ფრეს მიაღწია[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18/-ფინალურ მატჩში "სევილია" საკუთარ მოედანზე უგოლო ფრეს დასჯერდა "მანჩესტერთან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ შეხვედრის წინ ძალზედ მოკრძალებულად ისაუბრა. თქვა, სანჩესს თუ მოვკლავ, თორემ სხვანაირად ვერ გავაჩერებ, იგივეს ვიტყვი პოგბაზე, ოღონდ თოკით უნდა დავაბა, ჩემს კოლეგა მოურინიომდე კი ბევრი მიკლია და ბევრი მაქვს მისგან სასწავლიო.

პორტუგალიელმა პოგბა სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და ეს იმით ახსნა, რომ პოლმა შაბათს თამაში არ ისურვა. თუმცა, მე-16 წუთზე ერერამ ტრავმა მიიღო და მოუმ შეცვლაზე პოგბა შეუშვა.

პირველ ტაიმში ანდალუსიური გუნდი დიდ
უპირატესობას ფლობდა, შესვენებაზე გასვლის წინ კი დე ხეამ ორჯერ გადაარჩინა "მანიუ". მან ნ'ზონზისა და მურიელის დატრყმული ბურთები სასწაულებრივ მოიგერია.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "სევილია" უტევდა, "იუნაიტედი" თავს იცავდა და პრაგმატული ფეხბურთით სასურველ ფრეს მიაღწია.

სევილია - მანჩესტერი 0:0

სევილია. სტადიონი „სანჩეს პისხუანი“ 39 725 მაყურებელი
სევილია (4-5-1): რიკო, ნავასი, მერკადო, ლანგლე, ესკუდერო, ნ’ზონზი, ვასკესი, ბანეგა (89. პიზარო), კორეა, სარაბია, მურიელი (85. რამირესი)
მანჩესტერი (4-4-2): დე ხეა, ვალენსია, ლინდელეფი, სმოლინგი, იანგი, მატიჩი, ერერა (16. პოგბა), მაკტომინი, მატა (80. მარსიალი), სანჩესი (75. რეშფორდი), ლუკაკუ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული