დავიდ დე ხეა: გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი არაა

AutoSharing Option
"სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი "მანჩესტერის" მეკარემ დავიდ დე ხეამ ბრწყინვალედ ჩაატარა. მან 8 სეივი განახორციელა და თამაშის დასრულების შემდეგ თავშეკავებულად ისაუბრა:

"მეტოქემ ჩვენზე უფრო სახიფათო მომენტები შექმნა. თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ მოწინააღმდეგე ბურთს ჩვენზე ხშირად ფლობდა. "სევილიამ" კარგად იასპარეზა და უცნობია ვინ გავა შემდეგ ეტაპზე.

ჩემი სეივი? პირველი ტაიმის დასასრული იყო, უბრალოდ მოვიგერიე ბურთი. მიხარია, რომ მოვახერხე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული