ვინჩენცო მონტელა: ამდენი მომენტიდან ერთი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა

AutoSharing Option
"მანჩესტერთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში ხელიდან გაშვებულ მომენტებზე ჩიოდა ნამატჩევს "სევილიას" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა:

"ამდენი მომენტიდან ერთი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა. სამწუხაროა. თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. შედეგიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე ორივე გუნდს შეუძლია გავიდეს. ვნახოთ, რა მოხდება ამ ორ კვირაში. ახლა "ატლეტიკოსთან" დასაპირისპირებლად მომზადება გვმართებს.

დე ხეამ არაჩვეულებრივად იასპარეზა. მთელ 90 წუთს ერთ ტემპში ვერ ჩაატარებ. თუმცა, ხანდახან უფრო სწრაფადაც შეგვეძლო გვეთამაშა. ბიჭებს კონცენტრაცია არ დაუკარგავთ. შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული