ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რომამ" "შახტარი" გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით1/8-ფინალურ მატჩში "რომამ" 1:0 დაამარცხა "შახტარი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"შახტარმა" ხარკოვში 2:1-ზე მოგებული მატჩის შემდეგ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია "რომას", მაგრამ 52-ე წუთზე გაშვებული გოლის მერე ვერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (90 წუთის განმავლობაში ალოსონის კარში ბურთი არ დაურტყამს) და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით 1/4 ფინალში რომაული გუნდი ისტორიაში მესამედ გავიდა. ედინ ჯეკოს აქამდე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლი არასოდეს არ გაუტანია.

აღსანიშნავია, რომ ორი იტალიური გუნდი ამ ტურნირის მეოთხედფინალში 11 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.

"შახტარის"
მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა თადარიგში დატოვა.

რომა - შახტარი 0:1
რომი. „ოლიმპიკო“
გოლი: 1:0 ჯეკო (52)
გაძევება: ორდეცი (79)
რომა (4-3-3): ალისონი, ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, დე როსი, სტროოტმანი, უნდერი (ჟერსონი 60), ნაინგოლანი, პეროტი, ჯეკო (ელ შაარავი 89)
შახტარი (4-5-1): პიატოვი, ბუტკო, რაკიცკი, ორდეცი, ისმაილი, სტეპანენკო (პატრიკი 74), ფრედი, მარლოსი (დენტინიო 82), ტაისონი, ბერნარდი, ფერეირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული