ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი: "ბაიერნმა" "ბეშიქთაში" სტამბულშიც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში სტამბულში სძლია "ბეშიქთაშს" 3:1 და მეოთხედფინალში გავიდა.

მიუნხენში პირველ მატჩში 5:0-ზე გამარჯვების შემდეგ "ბაიერნმა" ფაქტიურად გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური. არასოდეს ევროტურნირებზე პირველ მატჩში 5 ბურთით დამარცხებული გუნდი არ გასულა შემდეგ ეტაპზე.

"რეკორდმაისტერმა" ამჯერადაც დაჯაბნა თურქული გუნდი და 1/4 ფინალში მომავალ მეტოქეს ელის. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 18 მატჩიდან 17 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ბეშიქთაში - ბაიერნი 1:3
სტამბული. "ვოდაფონე". 36 885 მაყურებელი
გოლები: 0:1 ალკანტარა (18), 0:2 გიონული (47, ავტოგოლი),
1:2 ვაგნერი (59), 1:3 (ვაგნერი 84)
ბეშიქთაში (4-5-1): ზენგინი, ერკინი, მედელი, უისალი, გიონული, ოზიაკუპი, არსლანი (ჰატჩისონი 60), ლენსი (ტალისკა 60), პეკტემეკი, კუარეჟმა, ვაგნერი (ბაბელი 75)
ბაიერნი (4-4-2): ულრაიხი, ალაბა, ბოატენგი, ჰუმელსი (ზულე 46), რაფინია, მარტინესი, ალკანტარა (ხამესი 35), ვიდალი, რიბერი, ლევანდოვსკი (ვაგნერი 68), მიულერი
სიახლეები პოპულარული