"ზეიმი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ეს ის დაპირისპირებაა, სადაც გამარჯვება შეგვიძლია. "სევილია" ყველაზე ადვილ მეტოქედ აღიქმებოდა. ვნახოთ, რა მოხდება ორრაუნდიან დაპირისპირებაში", - აღნიშნა ულრაიხმა.
შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე 1/4-ფინალში "სევილია" იქნება.