ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ბაიერნმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "სევილია" და დიდი ნაბიჯი გადაგა ნახევარფინალისაკენ.
მერვედფინალში "მანჩესტერის“ მძლეველი ანდალუსიური გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ ბავარიელებთან თავიანთი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მეტოქე მიიჩნევა, უშანსოდ სულაც არ არიან. თუმცა, "რეკორდმაისტერმა" თავისი კლასი დაამტკიცა.
რამოდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, სარაბიამ 32-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ესკუდეროს გადაცემული ბურთით ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში. 37-ე წუთზე კი რიბერიმ ლევანდოვსკის უპასა, ბურთი ხესუს ნავასმა ჩაჭრა და - 1:1.
მეორე ტაიმში მასპინძლებს თითქოს ძალაც არ ეყოთ და თანაც, ძალიანაც არ გაუმართლათ, როდესაც ტიაგო ალკანტარას დარტყმული ბურთი ესკუდეროსაგან რიკოშეტით სორიას კარის ბადეში აღმოჩნდა. თუმცა, გოლი ტიაგოს ჩაეთვალა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, „ბაიერნმა“ სტუმრად მოიგო და ცალი ფეხით 1/2-ფინალშია.
უნდა ითქვას, მიუნხენელთა გამარჯვება დამსახურებული გახლდათ, ვინაიდან ჰაინკესის გუნდი მონტელას კრებულზე უფრო მაღალი დონისაა და ყველაფერი ლოგიკურად მოხდა.
სევილია - ბაიერნი 1:2
სევილია. "სანჩეს პისხუანი“ 40 610 მაყურებელი
გოლები: 1:0 სარაბია (32), 1:1 ხესუს ნავასი (37, ავტოგოლი), 1:2 ტიაგო ალკანტარა (68)
სევილია: სორია, კიაერი, ლანგლე, ესკუდერო, პისარო, ნ'ზონზი, ხესუს ნავასი, კორეა (რამირესი 78), ვასკესი, სარაბია, ბენ იედერი (მურიელი 80)
ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, ბერნატი (რაფინია 46), ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი, ვიდალი (ხამესი 36), რიბერი (რობენი 79), ლევანდოვსკი, მიულერი
00:58 04-04-2018
ჩემპიონთა ლიგა.1/4-ფინალი. I მატჩი: "ბაიერნმა" ორი რიკოშეტით გაიმარჯვა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბავარიას პირველი გოლი მცველს რომ დასწერებოდა ავტოგოლად,რომელსაც შეეხო ბურთი და მიმართულება შეიცვალა,კიდევ ჰო,მაგრამ ხესუს ნავასის ავტოგოლად გამოცხადება აბსურდად მეჩვენება,ისევე როგორც ეს "მე არ ვარ რობოტი",ეს უკვე ჩვენს გულშემატკივრის შეურაცხყოფად მოჩანს და თუ ასე გააგრძელებთ,იძულებული გავხდები პოსტები აღარ გამოვგზავნო.ბოლოს და ბოლოს ყველაფერს აქვს საზღვარი და ეს უაზრობაც უნდა დასრულდეს.
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული