დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი დანი კარვახალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

ესპანელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ 25 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა.

26 წლის კარვახალს 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, "სამეფო კლუბის" მიერ ჩატარებულ ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კარვახალის მონაწილეობით, აღნიშნული 25 მატჩიდან, "რეალმა" 19 მატჩი მოიგო, 6 კი ფრედ დაასრულა.

▶ კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული