ეუსებიო დი ფრანჩესკო: მსაჯები არ უნდა მიეხმარონ "ბარსელონას"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" 1:4 წაგება "რომას" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მსაჯებს დააბრალა:

"ძნელია გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლა, მსაჯები "ბარსას" რომ არ დახმარებოდნენ, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. რეფერიმ მეტოქის მიმართ ბევრი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

შედეგი მოწინააღმდეგისთვის კარგია, მაგრამ არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ. დე როსიმ შეცდომა დაუშვა, ასეთი რამ ხდება ხოლმე. მანოლასს რიკოშეტის მომენტში არ გაუმართლა. რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშში წუნია, მაგრამ "ბ
არსა" ისედაც მაგარი გუნდია და არბიტრის დახმარებას არ საჭიროებს.

შედეგი უსამართლოა. ამდენი გოლი ასეთ შეხვედრაში არ უნდა გაგვეშვა. შეცდომების გამო დავისაჯეთ".
მკითხველის კომენტარები / 3 /
საინტერსოა რაში დაეხმარა მსაჯი ბარსას
ებიჯო
02:44 05-04-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული