შედგება "ქამბექი"? - 11 ყველაზე გასაოცრად შემოტრიალებული მატჩი

AutoSharing Option
საიტმა Fourfourtwo.com-მა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დღევანდელ შეხვედრას სტატია მიუძღვნა და ევროპულ ტურნირებზე 11 ყველაზე მაგარი "ქამბექი" გაიხსენა.

11) 1984/85 წლების უეფას თასზე ბელგრადის "პარტიზანმა" ქპრ-სთან პირველ მატჩი 2:6 წააგო, სახლში კი 4:0 გაიმარჯვა.

10) 1987/88 წლების სეზონში, როდესაც უეფას თასის ფინალი 2-რაუნდიანი იყო, "ლევერკუზენმა" გასვლითი მატჩი "ესპანიოლთან" 0:3 დათმო, სახლში ამავე ანგარიშით გაიმარჯვა, ხოლო პენალტების სერიაში მეტოქე 3:2 დაამარცხა.

9) მადრიდის "რეალმა" 1975/76 წლების სეზონში პირველი მატჩი "დერბისთან" 1:4 დათმო, მეორეში კი 5:1 იმარჯვა.

8)1995/96 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში
"პანათინაიკოსმა" გასვლაზე ამსტერდამის "აიაქსი" 1:0 დაამარცხა, სახლში კი 0:3 წააგო.

7) 1994/95 წლებში მადრიდის "რეალი" "ოდენსესთან" სახლში 2:3 წაგებული მატჩის შემდეგ, გასვლაზე მეტოქეს 2:0 ამარცხებს.

6) 1984/85 წლების სეზონში "მეცმა" "ბარსელონასთან" პირველი შეხვედრა 2:4 დათმო, თუმცა
შემდეგ 4:1 გაიმარჯვა.

5) 2010/11 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერი" მიუნხენის "ბაიერნთან" სახლში 0:1 დამარცხდა, ხოლო გასვლაზე 3:2 გაიმარჯვა.

4) 1985/86 წლებში მიუნხენის "ბაიერნი" დრეზდენის "დინამოსთან" გასვლაზე 0:2 დამარცხდა, სახლში კი 7:3 მოიგო.

3) 2003/04 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "რეალმა" "მონაკო" 4:2 დაამარცხა, გასვლაზე კი 1:3 წააგო.

2) 2003/04 წლების სეზონში "მილანმა" "დეპორტივოს" სახლში 4:1 მოუგო, გასვლაზე კი 0:4 წააგო.

1) რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე "ბარსელონა" პსჟ-ის მატჩია. 2016/17 წლების სეზონში კატალონიელებმა პარიზში 0:4 წააგეს, სახლში კი 6:1 გაიმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
... და სტამბულის ფინალი? მაგრამ ეს დღეს არ განმეორდება :):):)
1
გეზარებატ არქივების გადახედვა თუ როგორაა თქვენი საქმე? გასვლაზე 1-0 წაგებულის მერე სახლში გუნდი რომ მოიგებს ეგ გასაკვირია? მოსკოვის სპარტაკმა ვერდერს 4-1 მოუგო სახლში და და მეორე თამასჰის მერე გავარდა! ამას ქვია კამბეკი და არა 1994/95 წლებში მადრიდის "რეალი" "ოდენსესთან" 2:3 წაგებული მატჩის შემდეგ, სახლში მეტოქეს 2:0 ამარცხებს.
andro
14:06 10-04-2018
0

სიახლეები პოპულარული