არიენ რობენი: შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მომატება გვმართებს

AutoSharing Option
"სევილიასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4-ფინალური მატჩის წინ კომენტარი "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა გააკეთა:

"სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ჯერ განმეორებითი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია და ყველა უკვე ნახევარფინალზე ლაპარაკობს. სჯობს ამაზე გამარჯვების შემთხვევაში ვისაუბროთ. "სევილიასთან" 2:1 მოგება კარგი შედეგია, თუმცა არა ისეთი, როგორითაც "ბეშიქთაში" დავამარცხეთ (5:0). ამ გუნდმა ჩინებულად იასპარეზა მანჩესტერში და ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ.

ჩემპიონთა ლიგა მწვერვალია, ფეხბურთელებისთვის საოცნებოა. ზოგიერთი ნერვიულობს, მე კი დამატებითი ენერგიით ვიმუხტები.

ძნელია ჩვენი დღევანდელი გუნდის 2013 წლის გუნდთან შედარება, რომელმაც სამი ტურნირი მოიგო. 5 წელი გავიდა, სხვა
ფეხბურთელები გვყავს, წინ გადავდგით ნაბიჯი.

კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემის აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოსაგბად ცოტა მომატებაა საჭირო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რობენი არასოდეს არ ყოფილა ფეხბურთელი.გააპიარა ჰოლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
კაცური კაცი
22:32 10-04-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული