საინტერესო სტატიას ავრცელებს ინგლისური Dailystar-ი. "ბარსელონას" შემტევმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი მოიგოს.
საქმე იმაშია, რომ უეფას წესების თანახმად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს 40 მედალს აძლევენ. შესაბამისად, თუ "ლივერპული" უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოიგებს და მოისურვებს, შეუძლია კოუტინიოს ოქროს მედალი გადასცეს.
როგორც იცით, ბრაზილიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბარსელონაში" 142 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.
იქამდე კი უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სწორედ მერსისაიდელთა რიგებში ირიცხებოდა.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" "ეტიჰადზეც" სძლია [VIDEO]
14:25 11-04-2018
საფეხბურთო პარადოქსი - კოუტინიომ მიმდინარე სეზონში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ამ უმადურს ლივემ თუ მედალი გადასცა მაშინ ამათი უთავმოყვარეო...
7
6
რა ვიცი? ძაან თავს იკლავდა ამ ბარსელონასთვის და კი ზის სკამზე. თუ ასე ძაან უნდათ მისცენ ბატონო
1
1
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (2)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული