ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "ლივერპულმა" გასვლაზეც დაამარცხა "მანჩესტერ სიტი" და 1/2-ფინალში გავიდა.
"ენფილდზე" დამარცხებული (0:3) "მანჩესტერ სიტი" თითქოს უშანსოდ იყო, მაგრამ შეხვედრა წესიერად დაწყებული არ იყო, როდესაც გაბრიელ ჟეზუშმა სტერლინგის პასით ანგარიში გახსნა, ტურნირის ინგლისურ დერბის ინტრიგა დაუბრუნდა და ცალკარა თამაში წავიდა.
"ქალაქელები" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამოდენიმე მომენტიც ჰქონდათ, რომელთაგან ყველაზე რეალური შესაძლებლობა 41-ე წუთზე ბერნარდუ სილვას ჰქონდა, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა. მომდევნო იერიშისას კი აქტიურმა სანემ გაიტანა გოლი, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ "სიტის" მწვრთნელი გვარდიოლა მოედანზე შევიდა, მსაჯს კამათი დაუწყო და გააძევეს.
შესვენების შემდეგ "წითლებმა" თამაში დაალაგეს და 56-ე წუთზე სალაჰმა, რომლის ამ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო საეჭვო გახლდათ, საპასუხო გოლი გაიტანა და ფაქტიურად გადაწყვიტა ნახევარფინალისტის ვინაობა. ეგვიპტელმა წელს 16 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
77-ე წუთზე კი ფირმინომ ანგარიში 1:2 გახადა და ყველაფერი დასრულდა. "ლივერპული" 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში. კლოპი პირველი მწვრთნელია, რომელმაც გვარდიოლა შვიდჯერ დაამარცხა. გვარდიოლამ 2015 წლის მაისის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 461 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუში (2), 1:1 სალაჰი (1:1), 1:2 ფირმინო (77)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოლკერი, ლაპორტი, ოტამენდი, ფერნანდინიო, დე ბრიუნე, დავიდ სილვა (აგუერო 66), სანე, ბერნარდუ სილვა (გიუნდოგანი 74), სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში
ლივერპული: კარიუსი, ალექსანდერ - არნოლდი (კლაინი 80), ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვაინალდუმი, მილნერი, ოქსლეიდ - ჩემბერლენი, სალაჰი ინგზსი 89), ფირმინო (კლავანი 82), მანე
მწვრთნელების კომენტარები:
▶ იურგენ კლოპი: ცუდი გუნდი არ ვართ, მაგრამ სამუშაო კიდევ გვაქვს
▶ პეპ გვარდიოლა: მსაჯს ვუთხარი, რომ სანემ ნაღდი გოლი გაიტანა და გამაძევა
00:47 11-04-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" "ეტიჰადზეც" სძლია [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნებისმიერ ჩვენგანს რომ რაღაც შეგვეშალოს სამსახურში, დაგვატოვებინებენ მაშინვე და ამ მსაჯებმა მეტი რა უნდა გააფუჭონ რომ სამუდამოდ აუკრძალო ლიგაზე კი არა და სამოყვარულო დონეზე მსაჯობაც. 2 არბიტრი და კარის უკან მდგომი (25, 7 და 11 მეტრში მდგომები) რომ ვერ დაინახავს ვისი პასი იყო, როცა ტელევიზორში უფრო შორი კადრიდან პირველივე მომენტში ჩანდა (ჩვენს კომენტატორებს არ ვგულისხმობ) იმან სხვა მომენტზე როგორ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. 1 ტაიმში სხვაც ბევრი მომენტი იყო (ხელი სილვას დარტყმულზე, ხელის კვრა დაკიდებულ ბურთზე ბრძოლისას, ...), პლუს ენფილდზე პირველი გოლი თამაშგარედან და ლივერპულია საუთჰემპტონი ხომ არა რომ ამხელა უპირატესობა ვერ გამოიყენოს. ლივერპული შეიძლება გასულიყო მაინც სანეს გოლი რომც ჩათვლილიყო, მაგრამ წარმოგიდგენიათ რა გიჟური მეორე ტაიმი იქნებოდა? ამ შეცდომებთ კი ეგ სანახაობა დავკარგეთ რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.
2
0
ნამდვილად გაწირეს სიტი მსაჯებმა, 2 გოლი არ ჩაუთვალეს 2 თამაშში და პირველ თამაშში სალაჰი თამაშგარეში იყო პირველ გოლში... მაგრამ 5 გოლს გატანა უნდა ნამდვილად... და გვარდიოლაც ბევრს უნდა უმადლოდეს თავის კარიერაში მსაჯებს, თორემ ამდენი ტიტული არ ექნებოდა.
3
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული