ამის მიზეზი კი ისაა, რომ ალბისელესტეს ლიდერს ლეო მესის ნაკლები თამაში მოუწევს და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნაკლებად დაიტვირთება.
"კლარინი" წერს, რომ ლეოს კუნთის ტრავმა აქვს, დასვენება ესაჭიროება და საამისოდ მეტი დრო ექნება, ხოლო "ლა ნაციონი" აღნიშნავს, რომ ლიონელს ეს წაგება ემოციურ მუხტს მიანიჭებს და მუნდიალზე დაგეშილი გაემგზავრება".