ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 3:1 დაამარცხა "რეალი", მაგრამ ორი მატჩის ჯამში "რეალი" გავიდა ნახევარფინალში. გავიდა 90+7-ე წუთზე რონალდოს გატანილი პენალტით.

ტურინში მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ (3:0) თითქოს "რეალს" ადვილად უნდა გადაელახა "იუვენტუსის" ბარიერი, მაგრამ მე-2 წუთზე ხედირას გადაცემით მანძუკიჩმა, რომელიც მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული დიბალას ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, თავურით გახსნა ანგარიში და დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნდა.

ამის შემდეგ თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. განსაკუთრებით სახიფათოდ მასპინძლები უტევდნენ, ალეგრიმ ჩათვალა, რომ დე შილიო ვერ ასრულებდა თავის
სამუშაოს მარჯვენა ფლანგზე სათანადოდ და ლიხტშტაინერით შეცვალა.

შეცვალა და ბლანკოსის იერიშებიც მინავლდა. მინავლდა დროებით. კროოსმა და ისკომ ვერ გამოიყენეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა და მანძუკიჩმა სწრაფი კონტრშეტევისას ამჯერად ლიხტშტაინერის აწეულ ბურთს დაჰკრა თავი, 0:2 და ყველამ გაიფიქრა - ნუთუ "რომასა" და "ბარსელონას" მსგავსი სენსაციის მოწმენი შევიქნებით? ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვარანმა ძელს გაარტყა ბურთი.

შესვენებაზე "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, კაზემიროსა და ბეილის ნაცვლად მოედანზე ვასკესი და ასენსიო შეუშვა. "ბებერმა ქალბატონმა" კი თამაში დააწყნარა და შანსს მშვიდად ელოდა. ელოდა და მიიღო კიდეც: 61-ე წუთზე ნავასის შეცდომით მატიუდიმ ისარგებლა და 0:3. "იუვენტუსს" 1 საათი ეყო ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად.

ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბენატიასთან ბრძოლაში ვასკესი წაიქცა საჯარიმოში, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მერე კამათისთვის ბუფონი გააძევა, მის ნაცვლად კარში ჩამდგარ შესნის კი რონალდომ  თერთმეტმეტრიანი გაუტანა და "რეალი" ნახევარფინალში გავიდა.


მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 75 796 მაყურებელი

რეალი - იუვენტუსი 1:3

გოლები: 0:1 მანძუკიჩი (2), 0:2 მანძუკიჩი (37), 0:3 მატიუდი (61), 1:3 რონალდო (90+7)
გაძევება: ბუფონი (93)
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვალიეხო, ვარანი, მარსელო, კაზემირო (ვასკესი 46), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 75), კროოსი, ისკო, ბეილი (ასენსიო 46), რონალდო

იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო (ლიხტშტაინერი 17), კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, პიანიჩი, მატიუდი, ხედირა, დუგლას კოსტა, მანძუკიჩი, იგუაინი (შესნი 96)

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ მასიმილიანო ალეგრი: ეს პენალტი კუადრადოს შებრუნებული სიტუაციაა
ზინედინ ზიდანი: დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში
ჯანლუიჯი ბუფონი: მსაჯს გული კი არა ნაგვის ურნა აქვს
მკითხველის კომენტარები / 28 /
ვეთანხმები ანესტეზიოლოგს.მიკვირს სად დაიანახეს გუშინ კატენაჩო (კატენაჩო თავისი არსით არაა მხოლოდ დაცვის თამაში,ის როგორც ზამბარა ისე ითარგმნება,ის როგორც ზამბარა ისე იკუმშება და შემდეგ ელვის სისჭრაფით იჭრება წინ,ანუ ზუსტი გაგებით კონტრშეტევას ნიშნავს.),და საერთოდ კატენაჩო უკვე დიდი ხანია ჩაბარდა წარსულს.თუ იმაზე აპელირებენ,რომ იტალიის ნაკრები გოლებს ვერ იტანს,ეს მხოლოდ ფეხბურთელების კლასის ბრალია,თორემ კლუბები უკვე დიდი ხანია კატენაჩოს აღარ თამაშობენ,თუნდაც რომას მაგალითიც გამოდგება,რომელიც გაუთავებლად უტევდა თვით ბარსელონას.რაც შეეხება მსაჯის გადაყვეტილებას ზუსტად ახსნა ანესთეზიოლოგმა.მას მარტო იმდღევანდელი თამაში და ის კონკრეტული მომენტი კი არა მთელი თამაშის და დაპირისპირების სურათი უნდა დაენახა და შეეფასებინა.ბოლო ორი დღეა ნამდვილი ფეხბურთი დაბრუნდა და ეს ძალიან კარგია,ბოლო-ბოლო დღევანდელ ფეხბურთში მარტო რეალი და ბარსას გარდა სხვა საინტერესო კლუბები და ფეხბურთელებიც არან.
levan
12 აპრილი 2018 17:34
1
-ყური მიგდე- ს და -ლაშას-
პირველ რიგში - რეალსა და იუვენტუს შორის ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ის სხვაობა არც ერთ ასპექტში, რომ უცილობელად რომელიმეს სიძლიერეზე გააკეთო აქცენტი და თქვა რომ, ეს უფრო ძლიერი იყო და ამიტომ გავიდა ნახევარფინალში. რეალს გატანილი ჰქონდა 3 ბურთი და ამდენივე გაუშვა საკუთარ მოედანზე, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ გუნდი რომელმაც ამხელა სხვაობა მოწინააღმდეგის მოედანზე აღმოფხვრა, როგორც მინიმუმ იმ კლასისაა, რაც ნახევარფინალში გასასვლელადაა საჭირო. კატენაჩოზე ლაპარი როგორ შეიძლება, როდესაც გუნდი გასვლაზე იტანს 3 უპასუხო გოლს. გუშინ რასაც ქვია ნამდვილი კაცები თამაშობდენ იუვეს მხრიდან. მათ დაამტკიცეს, რომ რეალი იუვენტუსზე ძლიერი გუნდი არ არის და მოდით გულშემატკივრის სუბიექტური აზრი ნუ აგვერევა ობიექტურ შეფასებაში. მსაჯის მოქმედებას რაც შეეხება - ეს იყო ეპიზოდი, რომელშიც მსაჯს ჰქონდა აბსოლიტურად თავისუფლად მოქმედების საშუალება. პირადად ჩემი აზრია, რომ სხვა, მეტად გამოცდილი ბრიტანელი და გერმანელი მსაჯების უმეტესობა აქ პენალს არ დანიშნავდა. მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთის მსაჯი არ უნდა იყოს მხოლოდ დოგმატებითა მხოლოდ და წესებით, კონსერვატიული მიდგომით გარშემორტყმული. კანონებისა და წესების ერთგული დამცველის სტატუსი შეიძლება აუცილებელი იყოს იურისპუდენციაში ან მედიცინაში მაგრამ არანაირად ფეხბურთში. ფეხბურთის მსაჯს პირველ რიგში უნდა უყვარდეს ფეხბურთი! უნდა იყოს მოედანზე ობიექტური მაგრამ უნდა იყოს ფეხბურთის ფანატი. წუხელ მსაჯს ეს თვისება ძალიან აკლდა. დამატებული დროის ბოლო წამებზე ფეხბურთის მოყვარული კაცი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ეს არ აზარალებდა არავის, არც რეალს. პენალტის დაუნიშნავობა მათ არ ტოვებდა ნახევარფინალის გარეშე. მოდი ობიექტურად ვთქვათ რომ 100% პენალტი არ იყო, ეს არ იყო ისეთი შემთხვევა, რომელიც დოგმატურად უნდა გადაწყვეტილიყო. გავიხსენოთ წინა თამაში სადაც იუვეს ამაზე ბევრად აშკარა პენალტი არ მისცეს. გუნდებს უნდა შეძლებოდათ დამატებით დროში დაემტკიცებინათ თუ რომელი იმსახურებდა გასვლას. დავიჯერო რეალის გულშემატივრებს ასეთი გასვლა აკმაყოფილებს? და ბოლოს მინდა იცოდეთ, რომ არც რეალის და არც იუვეს გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ორთავეს მადლობა გუშინდელი სპექტაკლისათვის.
ანესთეზეოლოგი
12 აპრილი 2018 13:34
0
კატენაჩოს თამაშის დროს 3 ბურთს არ იტანენ.
levan
12 აპრილი 2018 12:45
0
ლაშა-ს აბსოლუტურად ვეთანხმები..
ვისაც არ უნდა დანახვა-არ დაინახავს.. ერთი ვინმემ ახსნას, უკნიდან მკერდზე მიღებული ბურთი როგორ უნდა აართვა ფეხით სუფთად, რა რვაფეხას საცეცები აქვს და არა ფეხები? ისე, როგორ შემოუვლის ფეხით ბურთზე სუფთად რომ ითამაშოს..ხელი კვრაზე აღარაფერს ვამბობ..
მაგრამ, ამ სტატიაში მთავარი სხვა რამაა: ეს ჯურნალისტები ვერაფრიტ გადაეჩვიენ მიკერძოებულობას..
მაგალითი? ა, ბატონო!
,,"რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში,,
ეს რეალობაა? ე.ი. მსაჯმა დამატებულ დროს გადააცილე ბევრით და მაშინ ოხდა პენალტი?
ან, ვერ ერკვევა ავტორი დროში, ან, რაც უფრო სავარაუდოა, მიკერძოებულია..
აბა, როგორც ყოველთვის, დაბლოკეთ ეს, კრიტიკული პოსტი, ადმინ!
ყური მიგდე
12 აპრილი 2018 12:13
6
ასეთ პენალტს, ასეთ ანგარიშზე და ასეთ დროს, მსაჯი, იარაღიც რომ დაგედოთ, რეალის კარში არ დანიშნავდა.
ერთი დანამდვილებით ვიცი...
12 აპრილი 2018 12:09
0
ასეთ პენალტს, ასეთ ანგარიშზე და ასეთ დროს, იარაღიც რომ დაგედოთ, მსაჯი რეალის კარში არ დანიშნავდა.
ერთი დანამდვილებით ვიცი...
12 აპრილი 2018 12:04
1
ყველამ კარგად იცით რომ რეალი იუვეზე ძლიერი გუნდია და თამაშმაც აჩვენა.
იუვე კატენაჩეს თამაშობდა და ყველა მოთამაშემ ყვითელი მიიღი. ეს არ არის თამაში.
10 თამაშიდან იუვე რეალს ასეთი თამაშით მხოლოს ორს თუ მოუგებს. რვაში კი განადგურდება
ლაშა
12 აპრილი 2018 11:27
10
ეპიზოდს დააკვირდით კარგად.. ბურთი მკერდიდან წინ გაუვარდა და ვერცერთ ვარიანტში ბურთს ვეღარ მიწვდებოდა...ეს როგორც კი იგრძნო დაცემა დაიწყო..ფეხებსაც დააკვირდით, ფეხის მოქნევის იმიტაციაც კი არ ჰქონია... მცველმა უკნიდან ეთამაშა, როგორც კი მისი შეხება იგრძნო დაეცა... ასე რომ როცა რაღაცის ანალიზს გააკეთებთ, ჯერ გაანალიზეთ და მერე წერეთ....მსაჯრიდელებო......
nugo
12 აპრილი 2018 10:28
4
იქ უნდა ყოფილიყავი:))))
უგულავა
12 აპრილი 2018 11:44
1
100% mec egre mgonia zmao
gg
12 აპრილი 2018 11:29
0
ყველა გამოხმაურება
მასაზე გათვლილი მშვენიერი ორმოქმედებიანი სპექტაკლი დადგეს ესპანურ-იტალიურმა გუნდებმა ორივე სამშაბათ-ოთხშაბათს და პარიტეტიც დაიცვეს (თითო გუნდი ნახევარფინალში).
ახლა კენჭისყრისას ველოდები გაგრძელებას რომა-ლივერპულის და რეალი-ბაიერნის ნახევარფინალებით.
ფინალში ერთი ბაიერნი იქნება და მეორედან კი გააჩნია მისი უდიდებულესობა ფული/ტოტალიზატორივის გასვლას გადაწყვიტავს (ვის გასვლა/მოგებებზეც მეტი ფული შევა, ის ვერ გავა)!
ქომაგი
12 აპრილი 2018 10:26
1
ეს რა ბოდვაა?!
ვხვდები ძალიან არ უყვრას ჟურნალისტს რეალი, მაგრამ ობიექტურობა ხომ არ უნდა დაკარგო?
,,ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბენატიასთან ბრძოლაში ვასკესი წაიქცა საჯარიმოში,,

სად იყო იქ ბრძოლა? ბრმა ხარ თუ არ გიყურებია თამაში? რონალდუმ თავით ჩმაოუგდო ბურთი ვასკესს..ხოლო, ბენატიამ უკნიდან შეეცადა მკერდზე მისაღები ბურთის ართმევა..ერთი ახსენი, რანაირად შეიძლება ეს თამასის წესების დარღვევის გარეშე..
კარგით რა, ნუ ტინგიცობთ, სერიოზული ანალიზი შეეცადეტ გააკეთოთ..თუ შეგიძლიათ , რა თქმა უნდა?...
ყური მიგდე
12 აპრილი 2018 09:13
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული