15:00 17-11-2024
საქართველოს ნაკრებში გამგზავრების წინ შერმადინი მანრესასთან მატჩის MVP გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და აქვე აღვნიშნოთ, რომ ქართველი ცენტრი ხუთეულში თამაშს ხან იწყებს, ხანაც სათადარიგოა. ეს არანაირად არ მოქმედებს გუნდში მის სტატუსზე და მასზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებს ის, რომ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვება.ამჯერად ის შეცვლაზე შევიდა და მოედანზე ყოფნის არასრული 23 წუთი ეყო საიმისოდ, საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა.
შერმადინმა ბურთი არც თამაშიდან ააცილა და არც საჯარიმოდან. მან 5-დან 5 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 17 ქულა შეადგინა. შერმადინმა ასევე 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა და გახდა გუნდში ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსის (25) მფლობელი. მარსელინიო ჰუერტასმა 20 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მაგრამ ბურთი 6-ჯერ დაკარგა, თამაშიდან 8 სროლა ააცილა და სარგებლიანობაც (21) დაუქვეითდა. შესაბამისად, MVP-ის ტიტულიც ქართველ ცენტრს მიენიჭა.
ამ მოგებამ ტენერიფეს ცხრილის ლიდერობა მოუტანა. შერმადინის გუნდს 6 მოგება და 1 მარცხი აქვს, ისევე როგორც "უნიკახას", თუმცა ბურთების შეფარდებით კანარელები პირველობენ. შემდეგ მატჩს ტენერიფე სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, 30 ნოემბერს, სწორედ "უნიკახასთან" გამართავს.
შერმადინი, ისევე როგორც ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ჩვენი ნაკრების წევრები – ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი, ფინეთში 17 ნოემბერს გაემგზავრებიან და საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში დახვდებიან.
GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აი, გიო შერმადინი არის კაცი-პროფესიონალიზმი და კაცი-პასუხისმგებლობა! გილოცავ აღიარებას, კარგო კაცო და წარმატება შენ და ჩვენ ნაკრებს!
12
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული