ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 3:1 დაამარცხა "რეალი", მაგრამ ორი მატჩის ჯამში "რეალი" გავიდა ნახევარფინალში. გავიდა 90+7-ე წუთზე რონალდოს გატანილი პენალტით.

ტურინში მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ (3:0) თითქოს "რეალს" ადვილად უნდა გადაელახა "იუვენტუსის" ბარიერი, მაგრამ მე-2 წუთზე ხედირას გადაცემით მანძუკიჩმა, რომელიც მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული დიბალას ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, თავურით გახსნა ანგარიში და დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნდა.

ამის შემდეგ თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. განსაკუთრებით სახიფათოდ მასპინძლები უტევდნენ, ალეგრიმ ჩათვალა, რომ დე შილიო ვერ ასრულებდა თავის
სამუშაოს მარჯვენა ფლანგზე სათანადოდ და ლიხტშტაინერით შეცვალა.

შეცვალა და ბლანკოსის იერიშებიც მინავლდა. მინავლდა დროებით. კროოსმა და ისკომ ვერ გამოიყენეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა და მანძუკიჩმა სწრაფი კონტრშეტევისას ამჯერად ლიხტშტაინერის აწეულ ბურთს დაჰკრა თავი, 0:2 და ყველამ გაიფიქრა - ნუთუ "რომასა" და "ბარსელონას" მსგავსი სენსაციის მოწმენი შევიქნებით? ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვარანმა ძელს გაარტყა ბურთი.

შესვენებაზე "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, კაზემიროსა და ბეილის ნაცვლად მოედანზე ვასკესი და ასენსიო შეუშვა. "ბებერმა ქალბატონმა" კი თამაში დააწყნარა და შანსს მშვიდად ელოდა. ელოდა და მიიღო კიდეც: 61-ე წუთზე ნავასის შეცდომით მატიუდიმ ისარგებლა და 0:3. "იუვენტუსს" 1 საათი ეყო ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად.

ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბენატიასთან ბრძოლაში ვასკესი წაიქცა საჯარიმოში, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მერე კამათისთვის ბუფონი გააძევა, მის ნაცვლად კარში ჩამდგარ შესნის კი რონალდომ  თერთმეტმეტრიანი გაუტანა და "რეალი" ნახევარფინალში გავიდა.


მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 75 796 მაყურებელი

რეალი - იუვენტუსი 1:3

გოლები: 0:1 მანძუკიჩი (2), 0:2 მანძუკიჩი (37), 0:3 მატიუდი (61), 1:3 რონალდო (90+7)
გაძევება: ბუფონი (93)
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვალიეხო, ვარანი, მარსელო, კაზემირო (ვასკესი 46), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 75), კროოსი, ისკო, ბეილი (ასენსიო 46), რონალდო

იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო (ლიხტშტაინერი 17), კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, პიანიჩი, მატიუდი, ხედირა, დუგლას კოსტა, მანძუკიჩი, იგუაინი (შესნი 96)

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ მასიმილიანო ალეგრი: ეს პენალტი კუადრადოს შებრუნებული სიტუაციაა
ზინედინ ზიდანი: დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში
ჯანლუიჯი ბუფონი: მსაჯს გული კი არა ნაგვის ურნა აქვს
მკითხველის კომენტარები / 28 /
როცა გუნდი გასვლაზე, ბერნაბეუზე უგებ რეალს, ისიც სამით ნოლს. როცა თამაში დამატებითში გადადის და დარჩენილია წუთზე ნაკლები - მსაჯი ნიშნავ პენალს(ისიც სადაო სიტუაციაში) და პლუს მეკარეს წითელი ბარათი? ნუარვიცი...
ბიანკონერი
01:08 12-04-2018
8
აი ასეთ შემთხვევებშია ვიდეორეფერი საჭირო ჯიჯიც აღარ მიიღებდა წითელს ან საერთოდ მისი გაგდება როგორ შეიძლებოდა...! არამგონია ვიდეორეფერს თამაში გაეფუჭებინა, ეს მატჩი დამატებით 30 წუთი რომ გაგრძელებულიყო კარგი იქნებოდა
svan
01:13 12-04-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული