ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე "სევილიას" დაუზავდა (0:0) და 1/2-ფინალში გავიდა.
სტუმრად მოგებული (2:1) შეხვედრის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" დებიუტშივე დიდი ძალებით შეუტია და სახიფათო მომენტებიც შექმნა: ხამესმა, რობენმა და ლევანდოვსკიმ ვერ გამოიყენეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მერე ანდალუსიელებმაც მიიტანეს იერიში და სარაბიამ ბურთი კარს ააცილა.
ამას მასპინძელთა მორიგი შტურმი მოჰყვა - ჰუმელსმა და რობენმა ვერ დალაშქრეს სორიას კარი და პირველი ტაიმიც დასრულდა. დასრულდა მიუნხენელთა უპირატესობით და უგოლოდ.
მეორე ტაიმიც "ბაიერნის" შეტევებით დაიწყო, მაგრამ გოლი კინაღამ "სევილიამ" გაიტანა, როდესაც 58-ე წუთზე ბანეგამ ბურთი ძელს გაარტყა. მერე საპასუხო იერიშისას ხამესს შესანიშნავად მოთამაშე სორიამ არ დაანება გოლის გატანა.
მართალია, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ბავარიელები ფლობდნენ, მაგრამ ტაბლოზე კვლავ 0:0 ენთო, რაც მათ აძლევდა ხელს. "სევილიას" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 გოლის გატანა ესაჭიროებოდა, რაც არარეალური გახლდათ.
ასეც მოხდა. "ბაიერნმა" მიზანს უპრობლემოდ მიაღწია ნახევარფინალში გავიდა.
მიუნხენი. "ალიანცარენა". 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - სევილია 0:0
გაძევება: კორეა (90+2)
ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, რაფინია (ზულე 87), ხავი მარტინესი, ხამესი, რობენი, რიბერი (ალკანტარა 69), მიულერი, ლევანდოვსკი (ვაგნერი 77)
სევილია: სორია, ხესუს ნავასი, ლანგლე, მერკადო, ესკუდერო, ნ'ზონზი, ბანეგა, ვასკესი (ნოლიტო 81), სარაბია (რამირესი 70), კორეა, ბენ იედერი (მურიელი 65)
მატჩის შემდგომი კომენტარები:
▶ ვინჩენცო მონტელა: თავაწეულები ვტოვებთ ტურნირს
▶ იუპ ჰაინკესი: ფრე გვაწყობდა, ფინალში გვინდა გასვლა
01:09 12-04-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: „ბაიერნი“ უპრობლემოდ გავიდა ნახევარფინალში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული