"გუშინ მანჩესტერსა და რომში ვნახეთ, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ამბიციურები ვართ და ფინალში გვინდა გასვლა.
არც მიფიქრია ვისთან მსურს ნახევარფინალში შეხვედრა. ნახეთ, რა დაემართა გუშინ "ბარსელონას". დღეს "სევილიას" ურიგოდ არ უთამაშია და ეს მიუხედავად პირველ შეხვედრაში დამარცხებისა.
მიხარია, რომ არ წავაგეთ. სწორედ ამას ვითხოვდი გუნდისგან. ასეთ თამაშებში გოლი არ უნდა გაუშვა. უგოლო ფრემ სავსებით დამაკმაყოფილა".