მარსელო: ჩვენ "რეალი" ვართ და "ბარსელონასავით" არასდროს დაგვემართება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ მცირე კომენტარი მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ გააკეთა.

"ყველაფერი გავაკეთეთ ნახევარფინალში გასასვლელად. ჩვენ მადრიდის "რეალი" გვქვია და რა თქმა უნდა, "ბარსელონასავით" არასდროს დაგვემართება.

რაც შეეხება პენალტს, აუცილებლად დასანიშნი იყო", - აღნიშნა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპიდან "ბარსელონა" სენსაციურად გამოვარდა და მარსელომაც სწორედ ეს იგულისხმა.

კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე "რომას" 4:1 მოუგეს, ხოლო გასვლაზე 0:3 განადგურდნენ.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო
მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 11 /
ისკოს არ ჩათვლილ გოლზე რას იტყვით? მაშინაც პერესის ნაყიდი იყო მსაჯი? რეალი უბრალოდ მართლა სუპერ კლუბია ოღონდ მეკარე ჰყავს გამოსაცვლელი. ბარსელონას ფანებს კი მართლა ვურჩევ სხვა კლუბს უბალეშიკონ თუნდაც იუვეს ტილიან რომასთან რომ გაუფარჩაკდათ ბარსა
ნიკა
01:32 13-04-2018
0
წესით რეალის გულშემატკივრებსაც უნდა უტყდებოდეთ ესე მათხოვრულად გასვლა, დარწმუნებული ვარ ერჩივნათ დამატებით დროში ან პენალტებში მოეგოთ მაგრამ ღირსეულად და არა ესე ფლორენტინო პერესეულად
ზურა
15:26 12-04-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული