დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრის მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი მატჩის მთავარი ფიგურა აღმოჩნდა.

▶ ვინ არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა

შინ 0:3 წაგების შემდეგ ტურინელებმა სტუმრად "რეალს" 3 გოლი გაუტანეს, ხოლო დამატებით 97-ზე წუთზე საკუთარ კართან პენალტი მიიღეს.

ბენატიას მოქმედება ვასკესზე მსაჯმა წესების დარღვევად ჩათვალა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ უნაკლოდ შეასრულა და "იუვენტუსის" ოცნებები დაასამარა.

საფეხბურთო სამყაროში უმეტესობა ამტკიცებს, რომ პენალტი დასანიშნი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ისეთები, ვინც საპირისპიროს ამბობს. თან, ვინმე გულშემატკივარი კი არა, არამედ
ყოფილი ესპანელი (წარმოშობით ბასკი) მსაჯი.

ედუარდო იტურალდემ AS-თან საუბარში პენალტის ეპიზოდთან დაკავშირებით თქვა:

"უკნიდან შეხება საკმარისი არაა. ეს არ იყო პენალტი".




▶ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 27 /
როდესაც რამოდენიმე წამში დამატებითი დრო იწყება პენალტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ თუ 100%იანი დარღვევაა, ეს ეპიზოდი არ იყო 100%იანი პენალტი, გარწმუნებთ მსგავსი მომენტი რეალის კარში რომ ყოფილიყო არ დანიშნავდა მსაჯი პენალტს, ეგ არი არაობიექტურობა, თორემ 30 წუთზე კი შეიძლება მსაჯმა დანიშნოს ეგეთ დარღვევაზე პენალტი, 50-50ზეა მსგავის დარღვევის დროს და მსაჯს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, მაგრამ 93 წუთზე არა, თან იმ ყველაფრის ფონზე როგორც განვითარდა მოვლენები. მსაჯს ან სტადიონის შეეშინდა ან ხელმძღვანელობის.
ობიექტური
14:12 12-04-2018
4
არ უნდა დაენიშნა პენალი. იუვეს ორი შეცვლა ჰქონდა დარჩენილი, რაც დიდი ფორა იყო.
mtieli
15:24 12-04-2018
10

სიახლეები პოპულარული