ანდრე ანიელი: უეფამ სასწრაფოდ ვიდეოგამეორება უნდა შემოიღოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "ბებერი ქალბატონის" პრეზიდენტმა ანდრე ანიელიმ გააკეთა.

"რა თქმა უნდა, პენალტი არ ყოფილა. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უეფამ თავის ევროტურნირებზე სასწრაფოდ ვიდეოგამეორება უნდა შემოიღოს.

მსაჯს ეს ეპიზოდი განმეორებით რომ ენახა, დარწმუნებული ვარ, პენალტს არ დადებდა.

ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებამ ტურნირის მიღმა დაგვტოვა", - აღნიშნა ანიელიმ.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
არა მგონია ბ-ნი ანიელი ისეთი მიამიტი იყოს, რომ ვხვდებოდეს, რომ მარტო ვიდეო გამეორება საქმეს არ უშველის. რეალს უბრალოდ ათრევს უეფას საფეხბურთო მაფია! შარშანწინ ბაიერნმა იწვნია ეს საკუთარ თავზე, ახლა იუვენტუსმა, და მომავალ წელსაც განმეორდება მსგავსი ამბები, და არანაირი ვიდეო რეფერი ამას არ უშველის მანამ სანამ ეს მაფია არ დაიშლება და ფეხბურთსაც ეშველება...
რაც შეეხება პენალტის 100%-იანობას, ამაზე ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ხალხმა გამოთქვა თავისი აზრი, და მათ შორის ზოგიერთი ესპანელი არბიტრიც თვლის, რომ პენალტი არ ყოფილა. არ ვდაობ ამაზე; უბრალოდ, მინდა რეალის ფანებს ვკითხო: გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ანალოგიურ ვითარებაში, ტურინში, დაუდებდა მსაჯი იუვენტუს პენალტს?
ბიკენტი
10:21 13-04-2018
1
ეს რა მაგარი რამ თქვი
ნიკა
01:36 13-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული